სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები თითქმის მზად არის, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებების მთავრობისთვის წარდგენამდე კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესსექტორთან გაიმართება. მინისტრის თქმით, ცვლილებების შედეგად, ე.წ. მევახშეების ხელთ არსებული პროცენტული ზღვარი გაკონტროლდება.
„კერძო იპოთეკარებმა, რომლებსაც ხშირად არც თუ ისე უსაფუძვლოდ მევახშეებს ეძახიან, ვეღარ შეძლონ ისარგებლონ მატერიალურად სუსტ მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანების მდგომარეობით და არ იყვნენ ჩასაფრებულები, რომ 1000 და 2000 დოლარი ვალის სანაცვლოდ, ხელში ჩაიგდონ ძვირადღირებული ბინები, მიწები და ქონება. აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც მთლიანად არის ხალხზე მორგებული, აღარ იყოს იძულებული, რომ ისედაც ღარიბი ხალხი სახლიდან გამოასახლოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.