reportiori.ge - კულტურის მინისტრი ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fest I Nova 2014-ს გახსნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:04
კულტურა
კულტურის მინისტრი ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fest I Nova 2014-ს გახსნის
ავტორი:
13 სექტემბერი, 2014. 16:50



კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fest I Nova 2014-ს გახსნის. 


ღონისძიება 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, გაიმართება.


სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას" ორგანიზებით ეწყობა.


ფესტივალის კურატორია მხატვარი და „არტ-ვილა გარიყულას" დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე. OPUS MIXTUM იდეის ავტორები არიან ყარამან ქუთათელაძე და არტ-კრიტიკოსი ხათუნა ხაბულიანი.


წლევანდელი, მე-6 ფესტივალის თემა - Opus Mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა. შერეული ტექნიკა თუ მულტიმედიური ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი სახასიათო ფორმატია და უფრო გაფართოებულ შინაარსებს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მასალების ან ტექნიკური აღჭურვილობის შერევაა.

 

სხვადასხვა სახით გამოვლენილი მხატვრული სინთეზი მთავარი კომპონენტია ფესტივალზე წამორმოდგენილი ნამუშევრებისთვის, თუმცა, მონაწილეები არ არიან შეზღუდული რაიმე სახის მკაცრი მოთხოვნებით - მთავარი განმსაზღვრელი თავისუფლების ხარისხი და ნამუშევრით დემონსტრირებული არტისტული ხედვაა.
Opus Mixtum „
არტ-ვილა გარიყულას" საექსპოზიციო სივრცეში რამდენიმე ეროვნულ პავილიონს გააერთიანებს; წარმოდგენილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიისა და საფრანგეთის პავილიონები. ამასთან ერთად, ინსტიტუტსტრელკას" (მოსკოვის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტი) პროექტი. ყველა პავილიონი კონცეპტუალურია დაგარიყულაში" კონკრეტული ქვეყნის მუდმივი კულტურული სივრცის შექმნას გულისხმობს", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.


 

 

 


(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016