reportiori.ge - 14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონის დაწყებას, ანუ ახალ წელს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:45
რელიგია
14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონის დაწყებას, ანუ ახალ წელს აღნიშნავს
14 სექტემბერი, 2014. 12:34



14 სექტემბერს (საეკლესიო კალენდრით 1 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონის დაწყებას, ანუ ახალ წელს აღნიშნავს.


ქრისტიანულმა ეკლესიამ, ახალ წლად ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო, მაგრამ მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: „ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული", - და იქ მყოფთ საკუთარი თავი, ვითარცა მესია, წარმოუჩინა: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე" (ლუკ. 4:18-19).



გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად ბერძნულ ეკლესიაში უძველესი დროიდანვე წელიწადის ათვლა პირველი სექტემბრიდან იწყება. ამავე დღეს ეკლესია უფალს მადლობას სწირავს გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016