კულტურა
ბათუმში საავტორო ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი იხსნება
ავტორი: თეო ტაბატაძე
14 სექტემბერი, 2014. 18:52
საფესტივალო ჩვენებები კინოთეატრ "აპოლოში", სასტუმრო "დივანის" საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ - ევროპის მოედანზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.
ფესტივალის ოფიციალური გახსნა დღეს 19:30 საათზეა ჩანიშნული. საზეიმო ცერემონიის შემდგომ, ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სერგო ფარაჯანოვის ფილმს უჩვენებენ. ცნობილი რეჟისორის შემოქმედებას BIAFF-ის რიგით მეცხრე ფესტივალის რამდენიმე დღე დაეთმობა.
მაყურებელი წელს საქველმოქმედო აქციის მონაწილეც გახდება. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კინოჩვენებების საღამოს ორი სეანსი ფასიანი იქნება და თითოეულ ბილეთში გადახდილი 5 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50