reportiori.ge - ილია მეორემ საპატრიარქოში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:52
რელიგია
ილია მეორემ საპატრიარქოში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
14 სექტემბერი, 2014. 21:28


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ მამბერტის უმასპინძლა.


როგორც შეხვედრაზე პატრიარქმა ბრძანა, გრძელდება ის ისტორიული ურთიერობა, რომელიც რომსა და საქართველოს შორის საუკუნეებია არსებობს.


"მოხარული ვართ, რომ მოგეცათ საშუალება საქართველოში ჩამოსვლის. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რაც ხდება კათოლიკურ სამყაროში, ასევე, ვღებულობთ მონაწილეობას დიალოგში კათოლიკურ ეკლესიასთან. მოხარულები ვართ, რომ გრძელდება ის ისტორიული ურთიერთობები, რომლებიც რომსა და საქართველოს შორის საუკუნეებია არსებობს. მინდა გავიხსენო იოანე პავლე II-ის სიტყვები, რომ ჩვენი ეკლესიები ძმების, პეტრესა და ანდრიას დაარსებულია", - ბრძანა ილია მეორემ.


ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წინაშე წარსდგომა.


"ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია გადმოგცეთ რომის პაპის გულთბილი სალამი. მოხარული ვარ, რომ გაიხსენეთ იოანე პავლე II-ის ვიზიტი საქართველოში. ასევე მოხარული ვარ, რომ ხაზი გაუსვით ძმობასა და მეგობრობას ჩვენს ეკლესიებს შორის. ჩემი ვიზიტის მიზანი ამის კიდევ ერთხელ დადასტურებაა", - განაცხადა დომინიკ მამბერტიმ.


მამბერტი საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება და ხვალ შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთანაც გამართავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016