reportiori.ge - 8 რამ, რისი ცოდნაც ღირს, როცა ყველაფერი ისე არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:42
სხვადასხვა
8 რამ, რისი ცოდნაც ღირს, როცა ყველაფერი ისე არ არის
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 21:03



1. ტკივილი ზრდის თანმდევი ნაწილია. ზოგჯერ ცხოვრება კარს გვიხურავს, რადგან მოქმედების დროა. ეს კარგია იმიტომ, რომ ხშირად არ ვმოძრაობთ, თუ გარემოებები არ გვაიძულებენ ამას. როცა რთული პერიოდი გექნებათ, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ არანაირი ტკივილი არ მოდის მიზნის გარეშე. შეეცადეთ მოშორდეთ იმას, რაც ტკივილს გაყენებთ, მაგრამ არასოდეს არ დაივიწყოთ გაკვეთილი, რომელიც მისგან მიიღეთ. თქვენი ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ წარუმატებლობას განიცდით. ყველა დიდ წარმატებას სჭირდება ღირსეული ბრძოლა. კარგს ყოველთვის სჭირდება დრო. შეინარჩუნეთ რწმენა და თავდაჯერებულობა. ყველაფერი დალაგდება, მართალია მოკლე დროში არა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოვა... გახსოვდეთ, რომ ტკივილის ორი სახეობა არსებობს: ტკივილი, რომელიც ჭრილობას გაყენებთ და ტკივილი, რომელიც გცვლით. როცა ცხოვრების გზაზე მიდიხართ, იმის ნაცვლად, რომ შეეწინააღმდეგოთ მას, შეეცადეთ თქვენი განვითარების საშუალება მისცეთ.

 

2. ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია. ყოველთვის, როცა წვიმა მოდის, თქვენ იცით, რომ ის გადაიღებს. ყოველთვის, როცა თქვენ ტკივილს გაყენებენ, იარა შუშდება. სიბნელის შემდეგ, ყოველთვის ჩნდება ნათელი - თქვენ ამის შესახებ გახსენებენ ყოველ დილით, თუმცა ამასთანავე მუდმივად გეჩვენებათ, რომ ღამე სამუდამოდ გაგრძელდება. არასოდეს მოხდება ასე. არაფერია სამუდამო. ამიტომ, თუ დღეს ყველაფერი კარგად არის, ისიამოვნეთ ამით - ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. თუ ყველაფერი ცუდად არის, არ ინერვიულოთ, რადგან არც ეს გაგრძელდება სამუდამოდ. ის რომ ცხოვრება მარტივი არ არის მოცემულ მომენტში, არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იცინოთ. ის რაც გაშფოთებთ, გაძლევთ ახალ დასაწყისს და ახალ დასასრულს. ყოველ წამს თქვენ გეძლევათ მეორე შანსი. უბრალოდ გამოიყენეთ ის.

 

3. მღელვარება და ჩივილი არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც ყველაზე მეტს წუწუნებენ ყველაზე ნაკლებს აღწევენ. ყოველთვის სჯობს ეცადოთ უფრო მეტის გაკეთება და განიცადოთ წარუმატებლობა, ვიდრე შეეცადოთ მოსწრება არაფრის კეთებით. ყველაფერი მთავრდება არა მაშინ, როცა თქვენ წააგებთ, არამედ მაშინ, როცა წუწუნს იწყებთ და მიუხედავად იმისა, რა მოხდება საბოლოოდ, გახსოვდეთ, რომ ნამდვილი ბედნიერება მოდის მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ პრობლემებზე წუწუნს თავს ანებებთ და მადლიერებას გამოხატავთ ყოველივე იმსიათვის, რაც გაქვთ.

 

4. თქვენი იარები წარმოადგენს თქვენი ძლიერების სიმბოლოს. არასოდეს შეგრცხვეთ ცხოვრებისგან დატოვებული იარების. ყოველი მათგანი ნიშნავს, რომ ტკივილი უკვე აღარ არის და ჭრილობა მოშუშდა, თქვენ დაამარცხეთ ტკივილი, მიიღეთ გაკვეთილი, უფრო ძლიერი და წარმატებული გახდით. იარა არის ტრიუმფის ტატუირება. ნუ მისცემთ იარას იმის უფლებას, რომ დაგატყვევოთ და შიშში გაცხოვროთ. მიუდექით მათ ისე, ოგორც ძლიერების ნიშანს. ერთხელ ჯალალლედინ რუმიმ თქვა: „იარების საშუალებით თქვენში შემოდის სინათლე“ - არაფერია ამაზე დიდი ჭეშმარიტება. ტანჯვის გავლის შემდეგ გაჩნდნენ ყველაზე ძლიერი სულის ადამიანები. მსოფლიოს ყველა გავლენიანი ადამიანი ნაიარევია. შეხედეთ საკუთარ იარებს, როგორც ლოზუნგს: „დიახ! მე ეს გავაკეთე! მე გადავრჩი და მაქვს იარები იმისათვის, რომ დავამტკიცო ეს! მე მაქვს შანსი, რომ უფრო ძლიერი ვიყო“.

 

5. ყოველი პატარა ბრძოლა წინგადადგმული ნაბიჯია. ცხოვრებაში მოთმინება არ არის მოლოდინის ტოლი. მოთმინება არის კარგი განწყობის შენარჩუნების საშუალება, რომელიც მუშაობს თქვენი ოცნებების სასარგებლოდ. ამიტომ, თუ თქვენ აპირებთ რაიმე მოსინჯოთ, მიყევით ბოლომდე. თუმცა ეს შეიძლება სტაბილურობისა და კომფორტის, და შესაძლოა თქვენი გონების დაკარგვის ტოლფასიც კი იყოს გარკვეული დროის მანძილზე. შესაძლოა თქვენ ვეღარ ჭამოთ ის, რასაც მიეჩვიეთ და რამდენსაც მიეჩვიეთ - დიდი ხნის მანძილზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს თქვენი კომფორტის ზონის ცვლილებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს ურთიერთობების და ყველაფერი იმის მსხვერპლად გაღებას, რაც თქვენთვის ნაცნობია. ეს შეიძლება თქვენი დაცივნის საბაბი გახდეს, ნიშნავდეს თქვენს მარტოობას, რომელიც ამასთანავე საჩუქარიცაა, რაც ბევრ რამეს შესაძლებელს ხდის. თქვენ მიიღებთ სივრცეს, რომელიც ძალიან გჭირდებათ. ყველაფერი დანარჩენი არის თქვენი გამძლეობის ტესტი და მაჩვენებელი, თუ რამდენად რეალურად გსურთ მიზნის მიღწევა. თუ თქვენ მოინდომებთ, აუცილებლად მიაღწევთ - უთანხმოებისა და წარუმატებლობის მიუხედავად. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ მიხვდებით, რომ ბრძოლა დაბრკოლება კი არ არის გზაზე, ის თავად არის გზა.

 

6. სხვა ადამიანების ნეგატიური რეაქცია - ეს თქვენი პრობლემა არაა. იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული, როცა ცუდი რამ ხდება თქვენს გარშემო. გაიღიმეთ, როცა სხვები თქვენს დამარცხებას ცდილობენ. ეს მარტივი საშუალებაა საკუთარი ენთუზიაზმის მხარდასაჭერად. როცა სხვები ცუდად ილაპარაკებენ თქვენზე, დარჩით ისეთი, როგორიც ხართ. არასოდეს მისცეთ ვინმეს ნათქვამს იმის უფლება, რომ შეგცვალოთ. გულთან ძალიან ახლოს არ მიიტანოთ ყველაფერი, რამდენად პირადულადაც არ უნდა მიგაჩნდეთ. ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანები თქვენი გულისთვის რამეს აკეთებენ - ისინი თავისთვის ირჯებიან. არასოდეს შეიცვალოთ იმ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, ვინც ამბობს, რომ საკმარისად კარგი არ ხართ. შეიცვალეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს უკეთესს გაგხდით და ნათელი მომავლისკენ წაგიყვანთ. ადამიანები მაინც ილაპარაკებენ, მიუხედავად იმისა როგორ აკეთებთ საქმეს. იდარდეთ საკუთარ თავზე და არა სხვების აზრზე. თუ თქვენ რაიმე გწამთ ნუ შეგეშინდებათ მის მისაღწევად ბრძოლა. უდიდესი ძალა მოდის წარმოუდგენელის გადალახვის შემდეგ.

 

7. ის რაც მოსახდენია, მოხდება. თქვენ ძალას იძენთ მაშინ, როცა უარს ამბობთ წუწუნზე და იწყებთ გაღიმებას, საკუთარი ცხოვრების დაფასებას. ყველა ბრძოლაში არის ფარული კურთხევა, რომელსაც თქვენ შეხვდებით, მაგრამ მზად უნდა იყოთ გახსნათ გული და გონება მათ დასანახად. თქვენ ვერ აიძულებთ მოვლენებს, რომ მოხდეს. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შეეცადოთ. გარკვეულ მომენტში თქვენ უნდა შეეშვათ და საშუალება მისცეთ მოხდეს ის, რაც მოსახდენია. გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება, მიენდეთ ინტუიციას, გარისკეთ, დაკარგეთ და იპოვეთ ბედნიერება, ისწავლეთ გამოცდილებაზე. ეს გრძელვადიანი მოგზაურობაა. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ნერვიულობა, მუდმივად შეკითხვების დასმა და ყოველ წუთს ეჭვიანობა. იცინეთ, დატკბით თქვენი ცხოვრების ყოველი წუთით. თქვენ შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ საით აპირებდით წასვლას, მაგრამ საბოლოოდ მიხვალთ იქ, სადაც უნდა იყოთ.

 

 

8. უბრალოდ გააგრძელეთ მოძრაობა. არ შეგეშინდეთ გაბრაზების. არ შეგეშინდეთ ხელახლა შეყვარების. ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს გულში არსებულ ბზარებს ნაპრალებად იქცნენ. შეიგნეთ, რომ ძალა იზრდება ყოველდღე და სიმამაცე მშვენიერი თვისებაა. იპოვეთ საკუთარ გულში ის, რაც სხვებს გაღიმებას აიძულებს. გახსოვდეთ, თქვენ არ გჭირდებათ ბევრი ადამიანი ცხოვრებაში, ამიტომ ნუ დაისახავთ მიზნად ბევრიმეგობრისყოლას. იყავით ძლიერი, როცა მძიმე წუთები გექნებათ. გახსოვდეთ, რომ სამყარო ყოველთვის აკეთბს იმას, რაც სწორია. აღიარეთ, როცა მტყუანი იქნებით და მიიღეთ გაკვეთილები ცხოვრებისგან. ყოველთვის მიიხედეთ უკან, გადახედეთ რას მიაღწიეთ და იამაყეთ საკუთარი თავით. არ შეიცვალოთ არავის გამო, თუ თქვენ არ გინდათ ეს. აკეთეთ უფრო მეტი. იცხოვრეთ მარტივად და არასოდეს არ შეწყვიტოთ მოძრაობა!


(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

წყარო: b2p.Ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016