reportiori.ge - პრაღაში, საქართველოს საელჩოსთან, ერთკაციანი პიკეტი მოეწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:29
პოლიტიკა
პრაღაში, საქართველოს საელჩოსთან, ერთკაციანი პიკეტი მოეწყო
18 სექტემბერი, 2014. 17:56



გუშინ ჟურნალისტმა მოჰამედ თორიევმა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში არსებულ საქართველოს საელჩოსთან ერთკაციანი პიკეტი მოაწყო.

 

 

საელჩოს შენობის წინ მდგარ ჟურნალისტს ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით - „თავისუფლება საიხან მუზაევს“. მოჰამედის თქმით, იგი ამგვარი აქციის მეშვეობით ცდილობს,  საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიიქციოს საიხან მუზაევის ბედზე, რომელიც მთელი წელია, საქართველოდან სასწავლებლად ინგლისში წასვლას ვერ ახერხებს. არადა, მას კოლეჯში სწავლის საფასური უკვე გადახდილი აქვს.

 

 

როგორც მოგვიანებით თვითონ მოპიკეტემ განაცხადა, მასთან საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ. მოჰამედ თორიევმა მათ პიკეტის მიზეზები აუხსნა და საქართველოს კონსულს ჰელსინკის კომიტეტის წერილი გადასცა, საიხან მუზაევთთნ დაკავშირებით.

 

 

საიხან მუზაევმა 13-ჯერ სცადა თბილისიდან ლონდონში გაფრენა, მაგრამ მას ხელს უშლიან ქვეყნიდან წასვლაში, თან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თუმცა, როგორც მოჰამედ თორიევი ამბობს, სეიხან მუზაევის არგაშვების ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ მან უარი თქვა, 2012 წლის აგვისტოში მომხდარ ლაფანყურის მოვლენებში საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და ოფიცერი სანდრო ამირიძე დაედანაშაულებინა.

როგორც ცნობილია, საიხან მუზევმა მიმართა სასამართლოს, ომბუდსმენს, მის საკითხზე საქართველოს პარლამენტში მოსმენებიც გაიმართა, მაგრამ მას დღემდე საქართველოდან გასვლა მაინც არ შეუძლია.

 

 

 

 

წყარო: EKHOKAVKAZA.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016