reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი უილიამსბურგიდან დაბრუნებას გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:56
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი უილიამსბურგიდან დაბრუნებას გეგმავს
ავტორი:
20 სექტემბერი, 2014. 11:32

 

 

„ნიუ-იორკ თაიმსი" მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი  სამშობლოში   ტრიუმფალურ დაბრუნებას გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალებიდან მისი მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისათვის, რომლებსაც  იმედი ჰქონდათ, რომ ის  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სამაგალითო ექსპორტიორად იქცეოდა.




მწვანე ფოსფორიან სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი მიხეილ სააკაშვილი ქარივით შეიჭრა უილიამსბურგის (ბრუკლინი) სურსათის ბაზრობაზე და აღმოჩნდა სვირინგიან წვეროსან მამაკაცთა და გამომწვევ კომბინეზონებში ჩაცმულ ქალთა გარემოცვაში, რომლებიციდგნენ ყველის ბურთულების, Dun-Well ფირმის ფუნთუშებისა და სხვა დელიკატესების რიგში. სააკაშვილმა კი ქოქოსი შეუკვეთა.



ჩემმა მეგობარმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთმა უდიდესმა შეიხმა ოცი ათასი პალმა აჩუქა საქართველოს", - თქვა ბატონმა სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და კოქტეილის ჩხირი მაჩეტე სატევრის მეშვეობით გახსნილ ქოქოსში ჩააგდო. სულ რამდენიმე მძლავრი ყლუპი დასჭირდა ამ ხილის ღრუში მოთავსებული რძის დასალევად. „როგორც პირადი საჩუქარი", - დაამატა სააკაშვილმა.



ბატონი სააკაშვილი იმყოფება ნებაყოფლობით დევნილობაში მეშვიდე ქუჩაზე და გეგმავს ტრიუმფალურ დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალებიდან მისი მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისათვის, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ის იქცეოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სამაგალითო ექსპორტიორად.



გასული წლის ნოემბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ფავორიტმა, რომლის კონფრონტაციამ ვლადიმერ პუტინთან გამოიწვია 2008 წლის დამანგრეველი ომი, მოახდინა თავისი ბიძის ბინის ოკუპაცია ერთ-ერთ კოშკში უილიამსბურგის სანაპიროზე, გაურკვეველი წარმომავლობის სიმდიდრით ცნობილ რაიონში, სადაც დღეს ფუფუნებაში ატარებს დროს. კაფეებში გატარებული საათების, ხიდზე ველოსიპედით გადასვლისა და სასტუმროს Wythe სახურავზეგამართულმამაკაცთა წვეულებებში მონაწილეობის შემდეგ დარჩენილ დროს სააკაშვილი ენთუზიაზმით უთმობს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ბატონი პუტინის რისხვასთან დაკავშირებულ თავის გამოცდილებას, როგორც პოლიტიკაში ადგილის დაბრუნების საშუალებას.



„ეს პუტინის დასასრულია", - ამბობს 46 წლის სააკაშვილი უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც დღის საჭირბოროტო საკითხად იქცა ხუთშაბათს, როცა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვაშინგტონში შეხვდა პრეზიდენტ ობამას და კონგრესის ლიდერებს. ბატონი სააკაშვილის თქმით, ბატონი პუტინის მოქმედება „ძალიან, ძალიან ჰგავს" მის მოქმედებას საქართველოში. „ჩემი აზრით, მახეში გაება".



ამასთან, ბატონი სააკაშვილი, რომელიც ბევრად უფრო ჩასუქებეულია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამტკიცებს, რომ ამ კონფლიქტის კვალდაკვალ უნდა მოხდეს მისი, როგორც შეუპოვარი ლიდერის, რეპუტაციის გადაფასება, რომლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუცია" და რეფორმებისადმი ერთგულება მოექცა ოპონენტების სასტიკი დევნის და კანონის უზენაესობის გაუკუღმართების წლების, ასევე ბატონი პუტინის ომისაკენ პროვოცირების ჩრდილში, რამაც შედეგად მოიტანა საქართველოს ათასობით მოქალაქის სიკვდილი, დევნილობა და გაღატაკება. „ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ", - აცხადებს ის.



ბატონი სააკაშვილის თანახმად, ბრუკლინში ის „ნორმალურ ცხოვრებას" ეწევა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში ის გრანდიოზული ფიგურაა. ალბანეთში უკანასკნელი ვიზიტის დროს „ჩვენთვის და ჩვენი ესკორტის 20 მანქანისთვის გზები გადაკეტეს".



ბატონი სააკაშვილის პირადი რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას ართულებს მისი პოპულარობის დაცემა შინ, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები. სააკაშვილი ქედმაღლურად უგულებელყოფს პროკურორებს, როგორც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ ფინიებს. ბატონი სააკაშვილის ზოგი კრიტიკოსი აღიარებს, რომ ეს ბრალდებები მეტყველებს როგორც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორებისდაუოკებელი სურვილის, ასევე თავად სააკაშვილის შესახებ.



დღესდღეობით ბატონი სააკაშვილი წერს მემუარებს, გამოდის სიტყვით, რისთვისაც „კარგ გასამრჯელოს" იღებს, ეხმარება დამწყებ ანალიტიკურ ცენტრს ვაშინგტონში და სტუმრობს თავის ძველ და ერთგულ მხარდამჭერებს, სენატორ ჯონ მაკეინს და ვიქტორია ნულანდს (სახელმწიფო მდივნის თანაშემწე). მისივე თქმით, განიხილება სააკაშვილის ტურისტის სტატუსის შეცვლა სამუშაო ვიზით. ამასობაში კი ის დროს ატარებს ახალი სამშობლოს ბარებსა და კაფეებში. სახლის სახურავზე, რომლიდანაც იშლება მანჰეტენის გამაოგნებელი ხედები, ის მასპინძლობდა დევიდ პეტრეუსს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ყოფილი დირექტორი), თვის ბოლოს კი მოსალოდნელია ნიკოლა სარკოზის (საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი) სტუმრობა. მაყალთან, როგორც წესი, მისი ბიძაშვილი და იტალიური რესტორნის Fabbrica შეფი მუშაობენ. ისევე, როგორც ფარმაცევტული ქსელები, შუშის ცათამბჯენები და ევროცენტრული ღამის კლუბები, ბატონი სააკაშვილიც არის დასტური იმისა, რომ უილიამსბურგი სტაბილურად იქცევა ფულიანი არამკვიდრი მოსახლეობის სათამაშო მოედნად.



„იყო დრო, როცა ამ ადგილის მანჰეტენიდან ვუყურებდი. სამწუხარო სანახაობა იყო. ყველგან მაფია. აქ დაქირავებული მკვლელები გვამებს ყრიდნენ", - ამბობს სააკაშვილი და იგონებს 1990-იან წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გატარებულ სტუდენტობას. დღეს კი ის ხედავს „სიცოცხლით სავსე გარემოს", სადაც ენერგია და აღმშენებლობა ჭარბობს.



„უილიამსბურგი დემოკრატიული ტრანსფორმაციის ნაწილია", - ამბობს სააკაშვილი.



როგორც ჩანს, ბატონი სააკაშვილი ბევრ რამეს უყურებს დემოკრატიული მშენებლობის სათვალით. მოდურ კაფეს Modagor ის ასე ახასიათებს: „ჩემი უსაყვარლესი კაფეა, რადგანაც ძალიან დემოკრატიულია". მიუხედავად იმისა, რომ ის უჩივის უილიამსბურგში ცხოვრების სიძვირეს („ღარიბი არ ვარ, მაგრამ ფასები მაინც იკბინება"), თავისუფალი მეწარმეობის ეს ქომაგი აღფრთოვანებულია ახალი მეზობლების სოციალური მობილურობით.



„ჰიპებივით არიან, მაგრამ დიდ ფულს აკეთებენ, ცხოვრებით ტკბებიან და წარმატებას აღწევენ. ისინი აღარ არიან საზოგადოების მარგინალური წევრები".

უილიამსბურგში გატარებულ ერთ-ერთ პირველ საღამოს ბატონი სააკაშვილი რიგში იდგა მეგობრებთან ერთდ. სასტუმროში Wythe შესვლას ცდილობდა, თუმცა არ შეუშვეს, რადგანაც პირადობის მოწმობა არ ჰქონდა თან. „არა უშავს. მანჰეტენის სასტუმროსავით მაგარი მაინც არ არის".



მოგვიანებით სააკაშვილი, რომელსაც საიდუმლო სამსახურში შეარქვეს „კურდღელი Energizer ელექტრონული ბატარეის რეკლამიდან", საკვების ბაზრობიდან გამოფრინდა  და შეფრინდა სუპერმარკეტში Artists & Fleas, სადაც ხელი დაავლო ფირმის Prada მზის სათვალეებს და უმალ გაქანდა ჯიხურისკენ, სადაც ძველმოდური მაგარყდიანი წიგნებიდან გაკეთებული საათები იყიდებოდა. „50 ცალი ვიყიდე და გავუგზავნე პრეზიდენტის ბიბლიოთეკას", -ამბობს სააკაშვილი. მისი თქმით, ხუთი თვის წინ აქ ერთ-ერთმა ქალმა ლეონარდო დი კაპრიო დალანდა.



მალე მას ლალი ლობჟანიძე, მანჰეტენში მცხოვრები ქართველი, მიუახლოვდა და ჰკითხა: „თქვენ მიხეილ სააკაშვილი ხართ?"



„ჩემი „დი კაპრიოს" მომენტიც დადგა", - სიამოვნებით აღნიშნა მან.



ბატონ სააკაშვილს თანამემამულენი ხშირად ხედავენ. მათი აზრი სააკაშვილის შესახებ განსხვავდება. „განხეთქილება შეაქვს დიასპორაში, - ამბობს ვახტანგ გომელაური, ბატონი სააკაშვილის კრიტიკოსი, რომელმაც 2012 წელს, მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი საქართველოს ციხეებში წამების შესახებ, გაეროს შენობასთან მოაწყო საპროტესტო აქცია მის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, სტუდენტთა ჯგუფი სიხარულით იღებს სურათებს მასთან ერთად ბედფორდ ავენიუს მეტროს პლატფორმაზე. „ვირუსივით გავრცელდა [სოციალურ ქსელებში]", - ამბობს სააკაშვილი.



როგორც წესი, ყოფილი პრეზიდენტი „ლ" მატარებლით მგზავრობს მანჰეტენისკენ, სადაც ხშირად სტუმრობს ისტ-ვილიჯის რესტორნებს Oda House (რესტორნის მფლობელს მოსწონს სააკაშვილი, მიმტანს კი არა)და Pepela, სადაც უკვეთავს 2004 წლის "საფერავის" მარკის მშრალ წითელ ქართულ ღვინოს და სადაც სულ ახლახან ისადილა ბილ კლინტონთან ერთად.



კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს ის ცხოვრობდა ასტორიაში (ქუინზი), ჰოლანდიელ მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად, რომელიც მუშაობდა პიცერიაში Cheesy Pizza, შემდეგ ორივემ დაიწყო მუშაობა მანჰეტენის იურიდიულ ფირმებში და წყვილი საცხოვრებლად გადავიდა რაიონში Upper West Side. „ქუინზი„ძალად" ნიუ-იორკია, - ამბობს ბატონი სააკაშვილი. „მწარედ მახსოვს ის დრო, - უილიამსბურგი უფრო ჰგავს ნიუ-იორკს. ხიდის გაღმა ხალხივით არ არიან". ამ სიტყვების წარმოთქმისას სააკაშვილი უილიამსბურგის ხიდის მიღმა იყურება.



ჯერ-ჯერობით ქალბატონი რულოვსი საქართველოშია. ცხოვრობს თბილისში უმცროს შვილთან ერთად. მათი უფროსი ვაჟი ედუარდი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა iPad-ზე ბეჭდვაში, სვორტმორის უნივერსიტეტში სწავლობს (პენსილვანია).



ბატონი სააკაშვილის თქმით, ის მოელოდა „უფროსი სახელმწიფო ფიგურის" სტატუსით ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობის გაგრძელებას, მაგრამ მაისში უნივერსიტეტმა განცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ უცდია მუშაობის დაწყება მშობლიურ სასწავლებელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა, ერთ-ერთი პროფესორის თანახმად, სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა მოსინჯეს იურიდიულ სკოლაში მისთვის სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა. ლინკოლნ მიტჩელი, სააკაშვილის კრიტიკოსი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ იურიდიული სკოლის ლიდერები შეშფოთებულნი არიან: „საერთაშორისო ტრიბუნალს არ უნდა გაესამართლებინა?" მიტჩელი ასევე ახსენებს „შეშფოთებას მისი ქცევის გამო".



აგვისტოში პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა ბრალი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, რომელიც მოხმარდა პირადი სტილისტის სასტუმროს, ორი მოდელის სასტუმროსა და მოგზაურობის, Botox და ეპილაციის, იტალიაში იახტის დაქირავების და ლონდონელი მხატვრის მერედიტ ოსტრომის (რომელიც ტილოზე თავისი შიშველი სხეულის ანაბეჭდებით ქმნის ნახატებს) ნამუშევრების შესყიდვისა და სხვა ხარჯების დაფარვას. მას ასევე ედება ბრალად 2007 წელს პოლიტიკური საპროტესტო აქციის დარბევა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სააკაშვილის ემუქრება 11 წლამდე პატიმრობა.



ბატონ სააკაშვილს ასევე ედავებიან საჯარო სახსრების გამოყენებას 2009 წელს მისი მასაჟისტის, დოროტი სტაინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. სააკაშვილის თანახმად, ქალბატონმა სტაინმა „მხოლოდ ერთხელ" ჩაუტარა მას მასაჟის სეანსი, თუმცა თავად ქალბატონი სტაინი აცხადებს, რომ მას გადაუხადეს 2000 ევრო მასაჟის რამდენიმე სეანსში, საფირმო „კბენის მასაჟის" ჩათვლით.



„უამრავი საჩუქარი მომართვა, - ამბობს ქალბატონი სტაინი, რომელიც ბერლინსა და ჰობოკენში ცხოვრობს, - მითხრა, „ჩემს ცოლს საწინააღმდეგო არაფერი ექნება". მაჩუქა ოქროს ყელსაბამი რაღაც რელიგიური ხასიათის კულონით, რომელსაც, რასაკვირველია, არ ვატარებ, რადგანაც ჩემი ღმერთი ფრენკ ზაპაა".



ბატონი სააკაშვილის მიხედვით, ბრალდებებმა მის წინააღმდეგ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური „კუდიანების დევნის" სამიზნეა. „ძალიან ვამაყობ, რომ ვერ პოულობენ ვერაფერს, რაც დააკავშირებდა ადამიანს, რომელმაც პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ცხრა წელი დაჰყო ხელსუფლებაში, კორუფციასთან, ან ოფშორულ ბიზნესებსა თუ საბანკო ანგარიშებთან".



კინოში სიარულსა და მეგობრებთან გართობასთან ერთად, ბატონი სააკაშვილის სიტყვებით, ველოსიპედით მოგზაურობა მისი მთავარი ჰობია. „გინა ველოსიპედთან გადაღებული სურათი?" - იკითხა მან საუბარში პაუზის დროს.



ფოტოს გადასაღებად, ბატონმა სააკაშვილმა ჩაიცვა წითელი შორტები. სურათი გადაღებულია ყავახანის მოპირდაპირე მხარეს, სადაც წვეროსნებიკიბეებზე ჩამომსხდარან ყოვლისმცოდნე და მოწყენილი სახის გამომეტყველებით.



„იცით, იქით ჰასიდების რაიონია, - ამბობს სააკაშვილი და ველოსიპედს სამხრეთისკენ მიაქანებს, - ესეთი დიდი ქუდები ახურავთ და ისე დადიან!"




http://www.nytimes.com/2014/09/20/world/europe/mikheil-saakashvili-georgias-ex-president-plots-return-from-williamsburg-brooklyn.html?_r=0

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016