reportiori.ge - თეატრალური ფესტივალი დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები“ გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:58
კულტურა
თეატრალური ფესტივალი დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები“ გაიხსნება
ავტორი:
20 სექტემბერი, 2014. 13:32

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრება. თეატრალური ფესტივალი რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები" დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება.

 

 

ანსამბლ „რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით „მოხეტიალეთა სიმღერები" აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად „აზიურია", თუმცა, იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3,5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად უდევს აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა, აგრეთვე ჰერმან ჰესეს ნაწარმოები - „სიდჰარტჰა".

 

 

2011 წლიდან სპექტაკლი, ანსამბლ „რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იქნა წარმოდგენილი.

 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება - 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით. 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ უმასპინძლა 77 კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და 160 სპექტაკლს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

 

 

ქართული სპექტაკლების პროგრამას 250 საერთაშორისო სტუმარი დაესწრო.


 

 

 


(მოამზადა ანა ნოდიამ)

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016