რელიგია
ილია მეორემ მრევლთან ერთად ღვთისმშობლისადმი ილოცა
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
21 სექტემბერი, 2014. 13:03
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლთან ერთად ღვთისმშობლისადმი ილოცა. მუხლებზე დაჩოქილებმა ლოცვა ზუსტად თორმეტ საათზე დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ერთობლივი ლოცვის ჩატარება, პატრიარქის ლოცვა- კურთხევა იყო.
ლოცვის დაწყებამდე ილია მეორემ მრევლს მიმართა და სულსა და სამშობლოზე ფიქრისკენ მოუწოდა.
"დღეს განსაკუთრებული დღეა. მთელი ქართველი ერი ერთითა გულითა და ერთითა სულითა აღავლენს ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ღვთისმშობლის წინაშე. დღეს არის შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ვიფიქროთ ჩვენს სულზე და ჩვენს სამშობლოზე. ღვთისმშობელმა დედამ ისმინოს ლოცვა სრულიად საქართველოსი", - ბრძანა პატრიარქმა.
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07