სამშობიარო სახლ „იმედის კლინიკას" ახალი კორპუსი დაემატა. პრეზენტაცია დღეს შედგა და მას როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამშობიარო სახლში განთავსებულია სამეანო, გინეკოლოგიური, ბავშვთა და პოლიკლინიკური განყოფილებები. აგრეთვე შეიქმნა ორსულთა განუწყვეტელი მონიტორინგის ცენტრი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამშობიარო სახლის ახალი კორპუსი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს სრულ კომფორტსა და მომსახურების მაღალ ხარისხს სთავაზობს. როგორც „იმედის კლინიკის" დირექტორმა დავით კობეშავიძემ განაცხადა, მომსახურების გაზრდილი ხარისხი ფასებზე არ ასახულა და კლინიკით სარგებლობა თითქმის ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
„იმედის კლინიკის" ახალ კორპუსში განთავსებულია 49 საწოლი, მთლიანობაში კი „იმედის კლინიკა" გათვლილია 98 საწოლზე.
სამშობიარო სახლის ახლადგახსნილ კორპუსში დამატებით 56 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები. „იმედის კლინიკაში" სულ დასაქმებულია 172 ადამიანი.
სამშობიარო სახლის ახალი კორპუსი პირველ პაციენტს 1 ოქტომბერს მიიღებს.