საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხვალ ლატვიელი მხატვრის იულიუს სტრაუმეს 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ლევან ხარატიშვილი, ლატვიის კულტურის მინისტრ დაცე მელბარდესთან ერთად, გამოფენას და ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრებიან.
24-27 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლატვიის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს, რომელსაც კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. მიხეილ გიორგაძის მოწვევით, დაცე მელბარდე ასევე დაესწრება ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ ლატვიის სახელმწიფო გუნდისა და ანსამბლ "დიდგორის" ერთობლივ კონცერტს.