reportiori.ge - დღეს ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:32
კულტურა
დღეს ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
ავტორი:
26 სექტემბერი, 2014. 12:19



დღეს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრების გამოფენას გახსნის.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი სიუჟეტები, ქალაქების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. გარდა ფოტოებისა, ექსპონირებულ იქნება ავტორის პირადი ფოტოაპარატები და ფოტოალბომები.

 

დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია ჩვენამდე სრულად მოღწეული იშვიათი ფოტოკოლექციათაგანია, რაც მას ისტორიულ და ესთეტიკურ ღირებულებას მატებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში სახელოვანი ფოტოგრაფის 25819 ცალკეული ანაბეჭდი, 15536 მინის ნეგატივი და 119 ფოტოალბომია დაცული. ამ უნიკალური კოლექციის რესტავრაცია, კონსერვაცია და ინვენტარიზაცია 1999-2010 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიდერლანდების ფოტომუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდი „ჰორიზონტი“ გახლდათ.

 

წარმატებული ფოტოგრაფი, კომერსანტი და მეცნიერი დიმიტრი ერმაკოვი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას. მისი მემკვიდრეობა, კერძოდ კი ფოტოარქივი, ასზე მეტ ფოტოალბომს, 20 ათასამდე ფოტოს და მინინეგატივს, 12 500 სტერეოფოტოს, ფოტოტექნიკას, აპარატებს, ლინზებს, ობიექტივებს და სტერეოსკოპებს მოიცავს.

 

გამოფენა  ეროვნულ გალერეაში 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. #11.

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016