reportiori.ge - "აწარმოე საქართველოს" პროგრამით ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:42
ეკონომიკა
"აწარმოე საქართველოს" პროგრამით ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ
ავტორი:
26 სექტემბერი, 2014. 21:39



მსხვილი ამერიკული კომპანიები "აწარმოე საქართველოს" პროგრამით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.


ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. კონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული "აწარმოე საქართველო"-ს პროგრამა, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესმენებზე, არამედ უცხოელ ინვესტორებზეც. 



გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შანსი, მოახდინოს სწორი კომბინირება დასავლური და ამერიკული კაპიტალის მაღალი ტექნოლოგიების მენეჯმენტის და იმედი გამოთქვა, რომ ამ კონკრეტულ შედეგებს საქართველო უახლოეს მომავალში დაინახავს. 



ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ერიკ რუბინი, ასევე, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან BP Amerika, AGBC, APR Energy, Tethys Petrolium.





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016