reportiori.ge - ილია II: ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:46
რელიგია
ილია II: ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის
ავტორი:
27 სექტემბერი, 2014. 14:13


ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღე შეაფასა. უწმინდესის თქმით, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყო და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის.


პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჰქონდა ბედნიერება 11 წლის განმავლობაში ყოფილიყო აფხაზეთში.


"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ვერავითარი ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავითარი ადამიანი ვერ გაიგებს სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. ინდური ფილოსოფია ამბობს, რომ ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი, ეს უფლის ნებაა. და აი, დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება - დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული, და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობდით ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც დაეცა აფხაზეთის ომში.

 

როცა ვუყურებ წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად გაჭირვებული დღეს ისევ აფხაზეთია. ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყო და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.



ილია II-მ აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავა გაიხსენა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016