ორი დღის განმავლობაში წამყვანი მედიის წარმომადგენლები, მედიასფეროს ექსპერტები რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგებსა და მასტერ-კლასებს გამართავენ უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში.
საერთაშორისო სპეციალისტები ქართველ ექსპერტებთან ერთად, წარსდგებიან სადისკუსიო მოედნებსა და მრგვალ მაგიდებზე, რომლებიც მიეძღვნება რეგიონალური მედიის თანამედროვე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებას გეოპოლიტიკური ტრამსფორმაციების კონტექსტში, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. ყურადღების ცენტრშია - ინფორმაციის ტრადიციულ საშუალებათა და „ახალი მედიის" მუშაობის სპეციფიკა გლობალური და რეგიონული კრიზისების პირობებში.
ფორუმის დასკვნით დღეს გამოცხადდება ესეების კონკურსის პირობები, რომლის შედეგების მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, 2014 წლის ბოლოს მიიღონ მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში მოსკოვში.
მეოთხე რუსულ-ქართული მედიაფორუმის დასრულებისას მის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.
ვიწვევთ ქართული მედიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს (ასაკი 20-დან 35 წლამდე, მედიაში მუშაობის გამოცდილებით) 14-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სასტუმრო „Ambassador"-ის საკონფერენციო დარბაზსა და საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს ახალი ამბების" პრესცენტრში. სამუშაო ენა - რუსული.
მეოთხე რუსულ-ქართულ საერთაშორისო მედიაფორუმში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ვადაა 2014 წლის 10 ოქტომბერი.
ორგანიზატორები: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг" და არაკომერციული პარტნიორობა „Кавказское сотрудничество".
კონტაქტი აკრედიტაციისთვის: var_rus@mail.ru (ვალერია რომაშენკო)