reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: რაღა დროს ნაღდი ფულით სიარული და ანგარიშსწორებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:30
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: რაღა დროს ნაღდი ფულით სიარული და ანგარიშსწორებაა
ავტორი:
27 სექტემბერი, 2014. 20:00


კერძო იპოთეკარებსა და მსესხებლებს შორის ურთიერთობაზე რეგულაციები მკაცრდება და უახლოეს მომავალში ურთიერთობა უნაღდო ანგარიშსწორებით მოუწევთ. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „ალიასთან" ისაუბრა.

 

 

იდეა სწორია, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობას მხარეებს შორის და, ფაქტობრივად, ხილულს ხდის ყველა იმ ოპერაციას, რომელიც კერძო იპოთეკარსა და კერძო გამსესხებელს შორის კონტრაქტით იქნება დადგენილი. ცხადია, ინტერპრეტაციის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ამას სხვანაირადაც შევხედოთ. არგადახდის შემთხვევაში ჩნდება ბერკეტი მსესხებლის მიმართ ყველა ანგარიშზე არსებული თანხის მობილიზაციისა და გადახდისკენ მიმართვისა, მაგრამ ასეთ უკიდურეს ინტერპრეტაციაზე საუბარს, სჯობია, ვიმსჯელოთ დადებით კონტექსტზე. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ლეგალურად უნდა ხორციელდებოდეს, და რაღა დროს ნაღდი ფულით სიარული და ანგარიშსწორებაა. ერთი თვალსაზრისით ეს კარგია, მაგრამ მეორე თვალსაზრისით რაღაც იზღუდება. ის, რომ კაბალური პირობებია კერძო სესხის აღებისას, ის, რომ აბსოლუტურად შეუსაბამო პროცენტები და ჯარიმებია და 5-6 ათასი დოლარისთვის უხდებათ 10 ათასობით ღირებულების სახლის გაყიდვა, ეს უკვე სხვა საკითხია და ამ კანონთან კავშირში არ არის,"- განაცხადა ექსპერტმა.






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა) 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016