reportiori.ge - დავით შავლიაშვილმა თეთნულდის სათხილამურო ტრასების მშენებლობა დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:39
ეკონომიკა
დავით შავლიაშვილმა თეთნულდის სათხილამურო ტრასების მშენებლობა დაათვალიერა
ავტორი:
28 სექტემბერი, 2014. 12:08

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ თეთნულდის სათხილამურო ტრასების მშენებლობა დაათვალიერეს. პროექტის საერთო ღირებულებაა 35,3 მილიონი ევროა და მას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ. პროექტს შ.პ.ს. „თეთნულდ დეველოპმენტი" ახორციელებს. 


როგორც „რეპორტიორს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს,  მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტის მშენებლობა მესტიაში აქტიურად მიმდინარეობს. თეთნულდის სამთო კურორტზე 5 საბაგირო გზის მშენებლობაა დაგეგმილი და ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია RMS აწარმოებს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობაზე დასაქმებულთა 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლე იქნება.


თეთნულდი არის უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. აქ შესაძლებელია ალპინიზმით, ჯომარდობით, ცხენოსნობთ, პარაპლანერიზმით, თხილამურებზე სრიალით, სამთო ტურიზმით დაკავება. საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს. 


თეთნულდს ექნება ამიერკავკასიაში როგორც ყველაზე გრძელი - 9,5 კმ სიგრძის, ისე ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კმ სასრიალო ტრასა, რაც თხილამურების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ სასრიალო პერიოდი, წლის განმავლობაში, 6-7- თვეს შეადგენს.

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდში არის სასრიალო ტრასების იდეალური თავსებადობა სრიალის დონის კომერციული ბალანსის მსოფლიო მოდელთან; ამასთან, საუკეთესო კლდოვანი მარშრუტები - კლდეზე მცოცავთათვის. არსებული გათვლებით, თეთნულდის ტრასებზე ერთდროულად მოსრიალეთა რაოდენობა 4100 ადამიანია, საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა - 8400 კაცი/საათი, მთის ტურისტული გამტარუნარიანობა კი - 6806 კაცი.


მშენებლობის მიმდინარე პირველ ეტაპზე დაგეგმილია: 5 საბაგირო სადგურის მშენებლობა, საერთო სიგრძით - 5.9 კმ; ჯამში, 18 სასრიალო ტრასის მოწყობა, საერთო სიგრძით - 25 კმ; წყალსადენი, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემების, ინფრასტრუქტურული ნაგებობების, ადმინისტრაციული შენობების, პარკინგისა და სხვა აუცილებელი ობიექტების მშენებლობა.


ამ დროისთვის, თეთნულდზე დასრულდა ტყე-კაფვის სამუშაოები; მოპირკეთებულია სასრიალო ტრასების 75%; განხორციელდა მიწის სამუშაოების 75%; შენდება ელექტროქვესადგური, წყლის სათავე ნაგებობა და წყლის რეზერვუარები. სამუშაოების ეს ნაწილი შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" განახორციელა.  

ავსტრიული სამონტაჟო კომპანია RMS, ამ ეტაპზე, თეთნულდზე ატარებს საბაგიროების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებს; აშენებს საბაგიროს 23 საყრდენ ანძასა და 3 საბაგირო სადგურს; საპროექტო ნიშნულზეა მიყვანილი HUB1, HUB2;  შენდება სამანქანო გზა და სასრიალო ტრასა T3 -ის ქვედა სადგურამდე; HUB1-ზე  გაიმართა  მომუშავე პერსონალისათვის დროებითი საცხოვრებელი და სასადილო შენობა-ნაგებობები, ასევე, ადგილზე მიყვანილია დროოებითი ელექტროენერგიისა და წყლის წყაროები.


თეთნულდის პროექტი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას ქმნის. კერძოდ, HUB1-ზე  შესაძლებელია ორი სამვარსკვლავიანი სასტუმროს, მოსასვენებელი კოტეჯებისა და შალეების აშენება; HUB2-ზე - რესტორანისა და შალეს აშენება, ხოლო  T4 ბოლო მონაკვეთზე - ალპინისტური ტურ-ბაზისა. 


პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, ასევე, დახურული საბაგიროს მეშვეობით, სამთო-სათხილამურო კურორტის დაკავშირება მულახის თემში გაერთიანებულ ხუთ სოფელთან,  რაც ამ სოფლების ტურისტულ ზონებად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აქ შესაძლებელი გახდება სასტუმრო და საკვები ინფრასტრუქტურის, ე.წ. სასტუმრო სახლების განვითარება.


ჩამოთვლილი სამუშოების მიმდინარეობისას, სრულად იქნება გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები და გატარდება პრევენციული ზომები, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016