reportiori.ge - სამხედრო ორკესტრმა ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“ მიიღო მონაწილეობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:51
კულტურა
სამხედრო ორკესტრმა ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“ მიიღო მონაწილეობა
28 სექტემბერი, 2014. 15:24

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „შემოდგომის თბილისი" მიიღო მონაწილეობა.


კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრიც მონაწილეობდა.


დასს დირიჟორობა საქართველოსა და ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების ხელმძღვანელებმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა და ვიცე-პოლკოვნიკმა დაინის ვუშკანსმა გაუწიეს.


სამხედრო მუსიკოსებმა სასულე ორკესტრისთვის არანჟირებული ცნობილი ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს. ლატვიის შეიარაღებული ძალების ხის ჩასაბერმა კვარტეტმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის კლარნეტთა კვარტეტმა, ასევე ბრას ანსამბლმა დასავლეთ-ევროპული და ლათინური კომპოზიციები დაუკრეს.


ქართველი და ლატვიელი სამხედრო მუსიკოსების მიერ გამართულ საღამოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. 


ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში,  ასევე იმყოფებოდნენ  საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი,  ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და თავდაცვის უწყების  სხვა წარმომადგენლები.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016