reportiori.ge - სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:39
კულტურა
სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (ვიდეო)
ავტორი:
30 ივლისი, 2014. 11:21


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია.



ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე - მიხაკო წერეთელის ხელნაწერები, რომელთა უმეტესობა უცნობია მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის.



პრესკონფერენციაზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და მისი დაცვა- შენახვის თაობაზე ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, აღმოჩენა შეაფასეს და ქვეყნის წინაშე მიხაკო წერეთლის ღვაწლზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ.


 

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878-02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" და „თეთრი გიორგის" ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით, მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის „შუმერული და ქართული" გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.

 

 

 

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა) 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016