reportiori.ge - ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:28
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 16:34


განცხადების თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალდაფუძნებული ქართული ავიაკომპანიებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის განაცხადების მიღება დროებით შეაჩერა.

 

ერთიანი საჰაერო ცის შეთანხმების" შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის დარგში წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები  ევრორეგულაციებისა და სხვადასხვა დირექტივების დანერგვის, ასევე  ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად თანამედროვე საერთაშორისო და  ევროპულ მოთხოვნებთან.

 

საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში უკვე განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, განახლებული საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულად შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით (დადგენილი პრაქტიკისა და სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) შესაბამისი დოკუმენტების მოთხოვნების საფუძველზე და ICAO-ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით), აუცილებელი გახდა ქართული ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი 11 ავიაკომპანიის  რესერტიფიცირება, რაც უზრუნველყოფს ბევრად უფრო  უსაფრთხო ფრენებს, დაცულ გარემოს, ასევე ხელს შეუწყობს მგზავრთა უფლებების დაცვას და დარგის თანმიმდევრულ განვითარებას.

 

ამ მიზნით, არსებული ადგილობრივი ექსპლუატანტების რესერტიფიცირების პროცესის დასრულებამდე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა ახლად დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის განაცხადების მიღება. მოქმედი ქართული ავიაკომპანიების რესერტიფიცირების პროცესის დასრულებისთანავე, რომელიც მიმდინარეობს დადგენილი გეგმის თანახმად და რომელშიც ჩართულია ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც, სააგენტო სრულად აღადგენს ახალი განაცხადების მიღების პროცესს, რაც სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე.

 

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მიმართულებით განსახორციელებელი ფრენების ნებართვების მიღებასთან (როგორც უცხოური,  ასევე ქართული ავიაკომპანიების მიერ), ვინაიდან საერთაშორისო მიმოსვლა რეგულირდება ორმხრივი და მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით", - აღნიშნულია განცხადებაში.



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016