reportiori.ge - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 163-ე სეზონს საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი გახსნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:52
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 163-ე სეზონს საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი გახსნის
ავტორი:
30 სექტემბერი, 2014. 13:14



თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საპატიო დირიჟორის სტატუსის მინიჭების პრეცედენტი დაამკვიდრა, ც აპრობირებულიმსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებსდა საემსრულებლო კოლექივებში. საპატიო დირიჟორის სტატუსთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება თეატრს საშუალებას მისცემს, მთავარი დირიჟორის პარალელურად, ჰყავდეს გამორჩეული შემოქმედებითი პოტენციალისა და უდიდესი გამოცდილების მქონე მოწვეული დირიჟორი, რომლის დამსახურება თეატრის წინაშე სათანადოდ იქნება წარმოჩენილი.

 

 

ზაზა აზმაიფარაშვილი უდავოდ იმსახურებს საპატიო დირიჟორის სტატუსს, რამდენადაც შესანიშნავი შემოქმედებითი ბიოგრაფიის გარდა, მას ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინაშე,  - ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო 2004-2009 წლებში. ამ პერიოდში მან იდირიჟორა ძალზე პრესტიჟული სპექტაკლები და გალა–კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით და ასევე უდიდესი წარმატებით წარუძღვა თეატრის შემოქმედებითი კოლექტივების გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

 

თეატრის დღევანდელი რეპერტუარის მნიშვნელოვან ნაწილს (ვერდის „აიდა“, „ატილა“, „ტრუბადური“, „ტრავიატა“, „ნაბუკო“, „დონ კარლოსი“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“, თაქთაქიშვილის „მინდია“ და ა.შ), სწორედ ზაზა აზმაიფარაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლები წარმოადგენს.

 

 

საპატიო დირიჟორის შემოქმედებითი პოზიცია თეატრის წინსვლისა და შემოქმედებითი რენომეს ამაღლების კიდევ ერთი მძლავრი გარანტორი იქნება.

და აი, 8 ოქტომბერს, 19 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის 163-ე სეზონი გალა-კონცერტით გაიხსნება, რომელსაც თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი წარუძღვება.  

 

 

გალა-კონცერტზე იმღერებენ თეატრის სოლისტები ირინე ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, თეა დემურიშვილი, ირინე თაბორიძე, მანანა იორდანიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, მარიამ ქობალიანი, ნინო ჩაჩუა, ხათუნა ჭოხონელიძე, თათია ჯიბლაძე, სალომე ჯიქია, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, კახაბერ თეთვაძე, ლეგი იმედაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, გია მახარაძე, ირაკლი მურჯიკნელი, თამაზ საგინაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ზაალ ხელაია.

 

 

გალა-კონცერტში მონაწილეობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.

 

 

გალა-კონცერტზე შესრულდება არიები და სცენები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ამილკარე პონკიელის, კამილ სენ-სანსის, ჟიულ მასნეს, ჯაკომო პუჩინის, ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის ოპერებიდან.

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016