reportiori.ge - ოჯახური საქმე - ქართული კინოხელოვნება ჩრდილიდან გამოდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:03
კულტურა
ოჯახური საქმე - ქართული კინოხელოვნება ჩრდილიდან გამოდის
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2014. 18:10


ვრცელ რეცენზიაში მიმოხილულია აშშ-ში ამ დღეებში მიმდინარე ქართული კონოფილმების რესტროსპექტული ჩვენება, გამოთქმულია შეფასებები და კომენტარები ქართული კინოხელოვნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით (ავტორი - ქრისტიან ჯონსი).



„ქართული კინოს ისტორია ერთ საუკუნეზე მეტი ხნისაა. ქართულმა კინოხელოვნებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჯერ კიდევ მუნჯი ფილმების პერიოდში. იმდროინდელი ფილმები გვაოცებენ თავიანთი დინამიკურობით და შესამჩნევი ანტისაბჭოურობით, კრიტიკული ხედვით და საოცარი პოეტურობით... ამასთან, ქართული კინო საბჭოთა პერიოდში უცხოელი მაყურებლისა და ექსპერტებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, ამიტომ ბევრი შედევრი და ბევრი რეჟისორი უცხოელებისათვის დღემდე უცნობია", - ნათქვამია პუბლიკაციაში.



რეცენზიაში აღნიშნულია, რომ ქართული ფილმების რეტროსპექტული ჩვენება ამჟამად ყველაზე ვრცელი და ხანგრძლივია, რომელიც კი ოდესმე აშშ-ში გამართულა: ღონისძიება მიმდინარეობს ნიუ-იორკში (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში), კალიფორნიაში (ბერკლის სამხატვრო მუზეუმში) და  ხელოვნების სხვა ცენტრებში.



რესტროსპექტივა თემატურად ორ ნაწილადაა გაყოფილი: „ოჯახურ ფილმებად" და „ცისფერ მთებს მიღმა". პირველი სიმბოლურად მოიცავს ქართველ რეჟისორთა და მსახიობთა დინასტიების (ჭიაურელების, შენგელაიების...) მიერ გადაღებულ ფილმებს, მეორე - ცალკეული ნიჭიერი და გამოჩენილი რეჟისორების შედევრებს.



რეცენზიაში ვრცლადაა დახასიათებული ფილმები „ელისო", „მაგდანას ლუჯა", „ფიროსმანი", „მონანიება", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", „იყო შაშვი მგალობელი" და სხვები.



http://online.wsj.com/articles/discovering-georgian-cinema-at-the-museum-of-modern-art-1412112147?KEYWORDS=georgia




(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016