განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა, „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა. როგორც მან აღნიშნა, უკვირს მაღალი კულტურის მქონე გერმანელი ერის, რომელმაც კომიკური ტიპაჟი ბელადად აღიარა - „საკუთარი თვალით ნახეს, საკუთარი ყურით უსმინეს და მოეწონათ... ისე ჰიტლერის კადრებს რომ ვუყურებ და ვუსმენ ძველი კინოარქივიდან, ვერანაირად ვერ ვიგებ, თუ როგორ შეიძლებოდა მაღალი კულტურის მქონე გერმანელ ერს ეს კომიკური ტიპაჟი ბელადად ეღიარებინა. ცხადია, თეორიულად ყველაფრის ახსნა შეიძლება, მაგრამ ემოციურად, მგრძნობელობის დონეზე ძალიან მიჭირს ამის გაგება. თუმცა ასეთი ირაციონალური უცნაურობანი რომ სჩვევია ისტორიას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ნანუკას შოუს შემდეგ, რომელიც მიშას მიეძღვნა. აი, ხომ არიან ტიპები, საკუთარი თვალით რომ ნახეს ეს კაცი ამ გადაცემაში, საკუთარი ყურით რომ უსმინეს და... მოეწონათ! თან მართლა! მე კიდევ ჰიტლერის და გერმანიის მიკვირს - წერს ფეისბუქის გვერდზე ზურაბიშვილი.