reportiori.ge - გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ „ოსკარზეა“ წარდგენილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:37
კულტურა
გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ „ოსკარზეა“ წარდგენილი
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 13:00

 

 

ამერიკულ კინოაკადემიას ქართული მხარე გიორგი ოვაშვილის ფილმ „სიმინდის კუნძულს" წარუდგენს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


საქართველოდან „ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ოთხი ქართული ფილმი მონაწილეობდა: „პატარძლები" (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი), „შემთხვევითი პაემნები" (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი), „სიმინდის კუნძული" (რეჟისორი გიორგი ოვაშვილი), „ზღვარზე" (რეჟისორი მარიამ ქაცარავა).


ამერიკულ კინოაკადემიაში გასაგზავნი ფილმი სპეციალური კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს. კომისიის წევრები იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, კახა კანდელაკი, ნატო მურვანიძე.


ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან ნომინაციისთვის წარდგენილ ფილმებს შეაჯამებს და 9-ფილმიან შორთლისტს შემოგვთავაზებს. „ოსკარის" ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება, „ოსკარის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.




(მოამზადა ანა ნოდიამ)


(წყარო: პალიტრატვ.გე)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016