reportiori.ge - ხვალ მწერლის სახლში მუხრან მაჭავარიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:31
კულტურა
ხვალ მწერლის სახლში მუხრან მაჭავარიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 14:45



ხვალ,  3 ოქტომბერს, 17:00  საათზე, მწერლის სახლში  მუხრან მაჭავარიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულების პრეზენტაცია გაიმართება.


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა პოეტ მუხრან მაჭავარიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულები: „საყმაწვილო კალენდარი -მთიები" და  ლექსების კრებული „ახლა კი დროა" ( მინიატიურული გამოცემა). წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მწერლის სახლში.



ნაშრომის  „საყმაწვილო კალენდარი-მთიები" რედაქტორის ნანა მაჭავარიანის თქმით, საჭირო იყო, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები - საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყნის სულიერი მამის ილია II -ის ღვაწლი აღნიშნული ყოფილიყო წინამდებარე კალენდარში, რადგან მუხრან მაჭავარიანის მიერ განვლილი ამქვეყნიური ცხოვრების გზა და მრწამსი მთლიანად მიმართული იყო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისა და მართლმადიდებლობის გადარჩენისაკენ. ამის უტყუარი დასტურია ზოგადად მისი შემოქმედება და ის ნაშრომები, რომელიც მან ქართველთა მომავალ თაობებს დაუტოვა.



ლექსების კრებული პოეტმა მიუძღვნა საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას, მათ, ვინც დღევანდელი დღით ხარობს და იმედის თვალით უმზერს მომავალს.



გამომცემლობა „ინტელექტი"

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016