reportiori.ge - მიხეილ გიორგაძე გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს დაათვალიერებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:27
კულტურა
მიხეილ გიორგაძე გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს დაათვალიერებს
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 10:38



კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს დაათვალიერებენ.



გრაკლიანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ძეგლზე მისულ სტუმრებს წლების განმავლობაში აღმოჩენილ მასალებს ადგილზე გააცნობს.



გრაკლიანის   გორაზე,  ღია ცის  ქვეშ მუზეუმი შეიქმნება.  ქვეყნის ერთ-ერთ  ახალაღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლზე და მის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია  საინფორმაციო ბანერები და ნიშნულები, რომელიც ადგილზე მისულ ტურისტებს გრაკლიანის უძველესი ისტორიის შესახებ მოუთხრობს.



კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, წელს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები და საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა.



არქეოლოგიური ობიექტი 2007 წელს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს.   



ადგილზე გამოვლენილია ძვ.წ-აღ. IV-I ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, სამარხები, თიხის ჭურჭელი, ასევე ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.




(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016