reportiori.ge - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:32
რელიგია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 19:57


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. როგორც ვაშაყმაძის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველო  მრავალრელიგიური და მრავალეთნიკურია, ტოლერანტობა კი ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტრადიციაა.



"გილოცავთ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს. წარმატებას, მშვიდობასა და გაძლიერებას გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს საკეთილდღეოდ. მუსლიმებისთვის ეს დღე ცოდვების მიტევების, მორჩილების, თმენის, კაცთმოყვარეობისა და სიკეთის აღმნიშვნელია. გულითადად ვუერთდები თქვენს დღესასწაულს და გისურვებთ ამ გზაზე კვლავაც რწმენითა და დიდი სიყვარულით გევლოთ. ეს ძალა აერთიანებს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს, ერებსა და ქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა მრავალრელიგიური და მრავალეთნიკურია, ტოლერანტობა ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტრადიციაა, ამიტომაცაა ჩვენი ურთიერთობა ასეთი მეგობრული და ჩვენი თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კვლავაც შევძლებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოს შენებას", - მიმართა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ზაზა ვაშაყმაძე. 





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016