reportiori.ge - ზაზა პაპუაშვილი: თუ ჩემმა რომელიმე ინტერვიუმ, ქცევამ, გამოსვლამ, აზრის გამოხატვის ფორმამ გული გატკინათ - შემინდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: თუ ჩემმა რომელიმე ინტერვიუმ, ქცევამ, გამოსვლამ, აზრის გამოხატვის ფორმამ გული გატკინათ - შემინდეთ
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 19:48

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თბილისელებო, ჩემო ამომრჩევლებო  ბევრი არ მიფიქრია, ცოტა ვიფიქრე და გადავწყვიტე პატივითა და რიდით აი, ეს ბარათი მომეწერა, ჩემი ფიქრი თუ დარდი გამეზიარებინა თქვენთვის" -  ეს განცხადება პარლამენტარმა ზაზა პაპუაშვილმა  სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. იგი საზოგადოებას შენდობას სთხოვს - „ალბათ ხშირად ადევნებთ თვალ-ყურს პარლამენტის პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებს. მესმის, ბევრი ისეთი რამ ხდება, რისიც ბოლომდე კმაყოფილები არ ხართ, რაღაც (ვიღაც) მოგწონთ ან კატეგორიულად ეწინააღმდეგებით, განსხვავებული აზრი გაგაჩნიათ. ჩემის მხრივ იმას ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვცდილობ გულწრფელად ვაკეთო ის საქმე, რასაც ვემსახურები, რათა საკუთარ თავს და პრინციპებს არ ვუღალატო. შეიძლება ზოგჯერ აზრის გამოხატვის ფორმა ემოციური იყოს, მაგრამ გარწმუნებთ, როდესაც ასეთ უტიფრობას, დემაგოგიას, ცილისწამებას და ცინიზმს თითქმის ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები, ურთულესი რამ არის წონასწორობის შენარჩუნება და ემოციების მოთოკვა. 

ეს არ გახლავთ თავის მართლება. რასაკვირველია მოთმენა სჯობს, ხშირ შემთხვევაში გაცლაც, განზრახ დაგეგმილი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად... სახლში ტელევიზორის პულტის ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით გადართავ სხვა არხზე, სულაც არ მოუსმენ და არ შეხედავ ამ სახეებს, მაგრამ იქ, პარლამენტში ასეთ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ნეტავ კი მქონდეს ასეთი ჯადოსნური პულტი, საერთოდ გამოვთიშავდი ამათ. რა გითხრათ, არანაირი სიკეთის, მადლის, ადამიანობის არ სწამთ. სურვილი აქვთ გააფუჭონ, ავნონ, შეურაცხყონ, ცილი დასწამონ ყველას, ყველაფერს, ყველგან... როდესაც მათი მხრიდან ლაპარაკია ზეწოლაზე, პოლიტიკურ დევნასა თუ დაკავებებზე, აი ეს აცოფებს და აღაშფოთებს ადამიანებს. ამიტომ ვერ ვიღებ მათგან ვერანაირ არგუმენტებს. ასე, რომ ჩემი აზრით ბრძოლა არ დამთავრებულა. ბრძოლა უფრო რთულ ფაზაში შევა, გამწვავდება, პიკს მიაღწევს და ღვთის წყალობით, ბოროტებასთან ეს ჩვენი ჭიდილი ჩვენივე გამარჯვებით დამთავრდება...

თქვენ კი ამას გეტყვით, არ მავიწყდება და არც არასდროს დამავიწყდება თქვენი მხარდაჭერა, სიყვარული და პატივისცემა. მეც ჩემის მხრივ ვცდილობ თქვენი წუხილი, პრობლემა და გასაჭირი უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე არ დავტოვო.  ბევრი რამ ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. დიდი შრომა მიდის, მაგრამ ყველაფერს ასე ერთბაშად ვერ მოერევი. ქვეყნის სიყვარული, გადარჩენა, მოვლა, უფრო რთული ყოფილა, ვიდრე მეგონა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიღალე, გული გამიცივდა. პირიქით უფრო იმედიანი და ბრძოლის უნარიანი გავხდი.
თუ ჩემმა რომელიმე ინტერვიუმ, ქცევამ, გამოსვლამ, აზრის გამოხატვის ფორმამ გული გატკინათ - შემინდეთ.  ღმერთია მოწამე, ავი არავისთვის მინდა,  ბედნიერება, სიმშვიდე, ულამაზესი საქართველო კი ძალიან... ცოტა სევდიანი წერილი გამოვიდა, თუმც იყოს..." - წერს პაპუაშვილი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016