reportiori.ge - „სამეფო უბნის თეატრში’’ თემურ ჩხეიძის სახელოსნო იხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:24
კულტურა
„სამეფო უბნის თეატრში’’ თემურ ჩხეიძის სახელოსნო იხსნება
06 ოქტომბერი, 2014. 13:24

 

 

   „სამეფო უბნის თეატრში'' თემურ ჩხეიძის  სახელოსნოს პრეზენტაცია გაიმართება. სახელოსნოში სტუდენტები სამი მიმართულებით ისწავლიან: რეჟისურა, დრამატურგია და თეატრმცოდნეობა. 



 სახელოსნოში სტუდენტები კონკურსის წესით აარჩიეს. სწავლა ორწლიანია და სრულიად უფასო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.



   სწავლის ძირითად კურსს თემურ ჩხეიძე უხელმძღვანელებს,  თემატურ ლექციებს კი მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ . პროექტის ფარგლებში, პროფესიული ლიტერატურა ქართულად ითარგმნება და წიგნად გამოიცემა. პირველ ლექციას თემურ ჩხეიძე 7 ოქტომბერს ჩაატარებს.

 „სამეფო უბნის თეატრის'' განახლებულ ფოიეში  ასევე გაიმართება ბობო მხიტარის ფოტოგამოფენა. ფოტოები თეატრის სხვადასხვა სპექტაკლზეა გადაღებული.



  საღამოს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თეატრი, სტუმრებს დათა თავაძის ახალ სპექტაკლზე,  „ტკივილი არის ახალგაზრდობა,''  უმასპინძლებს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016