აჭარაში ანიმაციური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ‘'თოფუზი'' იწყება. დღეიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ხულოში, შუახევში, ქედასა და ბათუმში 38 ქვეყნის 105 ფილმს აჩვენებენ.
ფესტივალის ნომინაციები:
გრან - პრი
საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის
საუკეთესო საბავშვო ფილმი
ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი
საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი
საუკეთესო სერიალი
საუკეთესო დებიუტი
საუკეთესო სტუდენტური ფილმი
ფესტივალის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, საუკეთესო საბავშვო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული კი ადგილობრივი, ფესტივალის დამსწრე ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიურის რჩეული გახდება .
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ვორქშოფი ‘'ანიმაცია - ურთიერთობის მხატვრული ფორმა.'' ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეები 3 დღის განმავლობაში გაეცნობიან ანიმაციური ფილმების წარმოების პროცესს და თვითონაც გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საკუთარ გამოცდილებაზე გაესაუბრონ 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული ფილმების ავტორებს.
ფესტივალის შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე, 11 ოქტომბერს გამოცხადდება.