კონფლიქტები
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ავტორი: თაკო საკანდელია
07 ოქტომბერი, 2014. 15:22
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის სიახლოვეს, ოსური მხარის კონტროლირებად სოფელ ქვემო იკორთის განაპირას, რუსმა სამხედროებმა იკორთაში მცხოვრები ცოლ-ქმარი კახა ყაზიშვილი და ზინა ნატრიაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არცევის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფელში მცხოვრები ცოლ-ქმარი სოფელ ქვეშში, ახლო ნათესავების მონახულებას ცდილობდა. აღნიშნულ სოფლებს შორის მავთულხლართები ან სხვა სახის გამყოფი ბარიერები არ არსებობს. ქვეშის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ე.წ. მესაზღვრეები უფრო აქტიურად გადაადგილდებიან.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02