reportiori.ge - 8 ოქტომბერი ლია ელიავას გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:23
კულტურა
8 ოქტომბერი ლია ელიავას გარდაცვალების დღეა
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2014. 12:07



საქართველოს სახალხო არტისტი ლია ელიავა დაიბადა 1934 წლის 28 მაისს თბილისში.

 

 

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე - პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.

 

 

გადაღებულია ფილმები ლია ელიავას მონაწილეობით:  „ჩრდილი გზაზე",  „ბაში-აჩუკი", „ქალის ტვირთი",  „მამლუქი",  „განაჩენი",  „შეწყვეტილი სიმღერა", „ირისთონის შვილი", „ჭიაკოკონა",  „საღამო მშვიდობისა",  „ზღვის შვილები",  „მე ვხედავ მზეს",  „ქალაქი ადრე იღვიძებს",  „მალე გაზაფხული მოვა",  „ბზიანეთი",  „ძმები საროიანები",  „თეთრი ქვები",  „მე და ჩემი მეზობლები",  „ლაზარე",  „ღამის ვიზიტი",  „გაქცევა გათენებისას",  „სალამურის ხმა", „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ",  „სინემა",  „იყო და არა იყო რა",  „დათა თუთაშხია",  „მოხუცი მემანქანე",  „იცოცხლე, გენაცვალე", „სიბრძნის კარავი",  „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი",  „წიგნი ფიცისა",  „ჩიორა",  „ვინ არის მეოთხე?",  „ოჯახი", „ბაგრატიონი", „ორომტრიალი",  „Как дома, как дела?",  „სპირალი",  „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად",  „ანთიმოზ ივერიელი".

 

 

ლია ელიავა გარდაიცვალა მიკროინფარქტით 1998 წლის 8 ოქტომბერს. დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016