reportiori.ge - ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:18
კულტურა
ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2014. 13:57


11 ოქტომბერს თბილისში  ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი გაიმართება. რუსთაველის გამზირზე მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ „შავფაროსნები", თავდაცვის სამინისტროს ჩოხოსანთა ასეული, ფოლკლორული ანსამბლები, ცხენოსნები და ეროვნული ტანსაცმლით შემოსილი ადამიანები.


 ევროპის მოედანზე 16:00 საათიდან ფესტივალის მეორე ნაწილი დაიწყება, რომლის ფარგლებში ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენები, ბაზიერების შოუ, შეჯიბრი მშვილდოსნობაში, ქალაქური კრივი, ქართული ტრადიციული თამაშობები და შეჯიბრებები გაიმართება.


ფესტივალის ფარგლებში რიყეზე მოეწყობა გამოფენები: „ქართველ მეფეთა ხელნაწერები", ბუბა კუდავას ფოტოგამოფენა, „ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები".


ქართველი მჭედლები  ევროპის მოედანზე პირდაპირ მაყურებლის წინაშე გრდემლზე რკინას გამოჭედენ და მათ მიერ დამზადებულ იარაღსაც გამოფენენ.

ფესტივალის დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები - „შავფაროსნები", „ჩვენებურები". კონცერტს მოძრაობის თეატრის  „ცეცხლოვანი შოუ" დახურავს.


 „შავფაროსნების" განცხადებით, სასურველია, ფესტივალზე მოქალაქეები ეროვნული სამოსით მივიდნენ.


ფესტივალის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. ღონისძიების გენერალური სპონსორია ლუდი მთიელი. 


(მოამზადა ქეთი ებიტაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016