ცნობილი მხატვარი დევიდ დათუნა საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ეროვნულ დროშას ჩუქნის. სურათის სახელწოდებაა „საქართველო - მილიონთა იმედი'' და მისი ღირებულება 1000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.
„ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო კეთილგონიერ, ჭკვიანურ წამოწყებას ნებისმიერ ქვეყანაში, მითუმეტეს, საქართველოში - ქვეყანაში, სადაც დავიბადე, რომელიც მიყვარს და რომელზეც ვწუხვარ",- აცხადებს მხატვარი.
წარმოშობით ქართველი მხატვარი დევიდ დათუნა თავისი ინსტალაციებითაა ცნობილი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები არაერთ კერძო და საბანკო კოლექციებშია დაცული. აღსანიშნავია, რომ მის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი დროშებს უჭირავს.
(მოამზადა ქეთი ებიტაშვილმა)