reportiori.ge - პაატა დავითაია: აფხაზეთში ძალიან სახიფათო პროცესები დაიწყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:43
კონფლიქტები
პაატა დავითაია: აფხაზეთში ძალიან სახიფათო პროცესები დაიწყო!
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2014. 14:34


„ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, აფხაზეთში დაიწყო ძალიან სახიფათო პროცესები იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც აფხაზეთში მიწების უცხოელებზე გასხვისებას ითვალისწინებს.



თავის დროზე, როცა ბაღაფში იყო პრეზიდენტი, ისინი ითხოვდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეეძინათ და იურიდიულად გადაეფორმებინათ მიწის ნაკვეთები და სახლები, რომლებიც იყო აფხაზეთში. მაშინ ბაღაფშმა ეს არ გააკეთა. შემდგომი მოთხოვნა დაყენებული იყო ანქვაბის მიმართ, რაც ანქვაბმაც არ გააკეთა და მოახერხა შენარჩუნება. დღეს კი, როცა რუსეთმა მოახერხა ხაჯიმბას დასმა პრეზდენტად, დაიწყო მზადება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას .. სამართლებრივი მოედანი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძენენ მიწის ნაკვეთებს, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიდი ინტერესი რუსეთის დაზვერვასა და გენერალიტეტს აქვს შავიზღვისპირეთზე, რომელიც არის აფხაზეთში და მოხდეს ამის შესყიდვა. ამ კანონპროექტის მიღება, რომელსაც ცდილობს .. პარლამენტი, დამოკიდებულია და ნაწილია იმ ქმედებებისა, რაც გააჟღერა ხაჯიმბამ რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროების გაერთიანებაზე, რომელსაც ავტომატურად მოყვება ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის გაერთიანება. მიწების დაკანონება კი გამოიწვევს იმას, რომ არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი არ არის. ეს იქნება გარდამავალი ეტაპი რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტის შემოერთების", - განაცხადა პაატა დავითაიამ.



„ევროპელი დემოკრატების" ლიდერი მთავრობას მიმართავს, დაინტერესდეს აღნიშნულით და ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც ჩართოს.



მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს ღია საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, რომ  .. სამართლებრივი გზით აფხაზეთის რუსეთისთვის მიერთება ხდება. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არასწორია. ის დათმობითობა, რაც ხდება, მიდის იქამდე, რომ ჩვენი მტერი აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ ჩამოგვაშოროს და უკვეიურიდიულად" მიითვისოს ჩვენი საკუთრება, რომელიც აფხაზეთშია. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ვუთხრათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის 300 000 ადამიანის - ქართველის საკუთრება და სახლები, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ოკუპანტი ქვეყნის საკუთრებაში", - განაცხადა დავითაიამ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016