თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოდან აღნიშნული ორგანოს გატანა მთვრობის ინიციატივა არ ყოფილა. მისი თქმით, ეს ცვლილება პარლამენტში გადაწყდა. „თუ ასე მოხდა, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ქმედითუნარიანები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ.“- აღნიშნა წულუკიანმა გადაცემა „მთავარ კითხვაში“ უწყებათაშორისი კომისიის მიუკერძოებლობის გარანტი, წულუკიანი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მეტად ჩართულობა იქნება. „ჩვენ არავის დავაყენებთ ვინმეზე მომგებიან მდგომარეობაში.“-აცხადებს იუსტიციის მინისტრი. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, წულუკიანს უკვირს, რატომ აღმოჩნდა არსებული რეალობა გიგა ბოკერიასთვის მიუღებელი. მინისტრის თქმით, კომისიის დანარჩენ წევრებთან ბოკერია ყოველთვის ოპოზიციაში იყო. „გიგა ბოკერიასგან განსხვავებით, არასდროს დამავიწყდება, რომ ყოფილი ოპოზიციონერი ვარ და ვიცი, რა უნდა იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო.“აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.