reportiori.ge - ლენინის მემატიანე სენსაციურ ფაქტებს ამხელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:59
პრეს-დაიჯესტი
ლენინის მემატიანე სენსაციურ ფაქტებს ამხელს
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 23:00

ჩვენ ლენინზე სრული სიმართლე რომ გვცოდნოდა, მისი ძეგლები დიდი ხნის წინ აღმოჩნდებოდა ნაგავსაყრელზე.


ლენინი მკვლელებს უხდიდა პრემიას 100 ათასი მანეთის ოდენობით და უწოდებდა მათ რუსეთის  "არარაობებს".


რუსეთში დაახლოებით 1800 ლენინის ძეგლი და 20 000-მდე ბიუსტია. ხუთი ათასზე მეტი ქუჩა ატარებს №1 რევოლუციონერის სახელს. ბევრ ქალაქში ლენინის ქანდაკება ძირითადად განლაგებულია ცენტრალურ მოედანზე. თუმცა, ჩვენ რომ გვცოდნოდა სრული სიმართლე დიდ ბელადზე, ეს ძეგლები დიდი ხნის წინ აღმოჩნდებოდა ნაგავსაყრელზე.


ცნობილი ისტორიკოსი ანატოლი ლატიშევი - მთელი თავისი ცხოვრება დაკავებულია ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ბიოგრაფიით. ახლახანს მან შეძლო ხელში ჩაეგდო ლენინის საიდუმლო ფონდიდან და კგბ-ს დახურული აქივიდან საიდუმლო დოკუმენტები.


- ანატოლი, როგორ მოახერხეთ საიდუმლო ფონდებში შეღწევა?

 

10612824 398271316997019 1924474225829433100 n

- ეს მოხდა 1991 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ. მე გადმომცეს სპეციალური საშვი იმისათვის, რომ გავცნობოდი ლენინის საიდუმლო დოკუმენტებს. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ იპოვიდა წარსულში მომხდარ რევოლუციის გამომწვევ მიზეზებს. მე დილიდან საღამომდე ვიჯექი არქივში. მე ხომ ყოველთვის მჯეროდა ლენინის, მაგრამ პირველი 30 წაკითხული დოკუმენტის შემდეგ ვიყავი შოკირებული.

- კონკრეტულად რამ გამოიწვია თქვენი გაკვირვება?
- ლენინი 1905 წელს შვეიცარიიდან მოუწოდებდა პეტერბურგში ახალგაზრდობას ბრბოში შერეული პოლიციელებისთვის დაესხათ მჟავა, ზემო სართულებიდან გადაესხათ ჯარისკაცებისთვის მდუღარე წყალი, დაესახიჩრებინათ ცხენები, ესროლად ქუჩაში "ხელის ყუმბარები". როგორც საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი, ლენინი აგზავნიდა მთელ ქვეყანაში თავის მანდატებს. ნიჟნი ნოვგოროდში მოვიდა წერილი, სადაც ეწერა "შექმენით მასობრივი ტერორი, ესროლეთ და გაანადგურეთ ათასობით მეძავი, ჯარისკაცები, ყოფილი ოფიცრები... დაუყოვნებლივ", "დახვრიტეთ შეთქმულები, დაუკითხავად"


- ამბობენ, რომ ლენინს საერთოდ არ მოსწონდა რუსი ხალხი.

- ლენინის რუსოფობიაზე დღეს ცოტა რამ არის ცნობილი. ეს ყველაფერი მისი ბავშვობიდან  მოდის. მის ოჯახში არ იყო წვეთი რუსული სიხლი. ლენინის დედა გერმანელი იყო, მამა - ნახევრად ყალმუხი, (დასავლეთ მონღოლური ერი) ნახევრად კი ჩუვაში გახლდათ (თურქულენოვანი ერი რუსეთის ფედერაციაში). ლენინი აღიზარდა გერმანული დისციპლინისა და სიზუსტის სულისკვეთებით. დედა ყოველთვის უმეორებდა მას "რუსული უძლურება, ისწავლე გერმანელებისგან", "რუსეთი სისულელეა", "რუსი იდიოტები". სხვათა შორის მის წერილებში ლენინი რუს ხალხს ამცირებდა. ერთხელ საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს შვეიცარიაში ბელადმა უბრძანა "რუს იდიოტებს გადაეცით გამოგზავნონ კონკრეტული დეტალები და არა შემთხვევითი ციფრები".
lenin5 - არსებობს წერილი, სადაც ლენინი წერდა რუსი ხალხის განადგურების შესახებ.
- ლენინის დოკუმენტებს შორის განსაკუთრებულად მკაცრი ბრაძანებები იყო თანამემამულეების განადგურების შესახებ. მაგალითად, "დაწვით ბაქო მთლიანად, აიყვანეთ მძევლები, დააყენეთ ისინი შემტევი წითელი არმიის წინაშე და ესროლეთ ზურგში, გააგზავნეთ წითელი ბანდიტები იმ ადგილებში სადაც მოქმედებდნენ "მწვანეები", მათი სახელით გაანადგურეთ ჩინოვნიკები, მდიდრები, მღვდლები, მიწის მესაკუთრეები. მკვლელებს გადაუხადეთ 100 ათასი მანეთი. სხვათაშორის, "ლენინის პრემია" იყო ერთადერთი პრემია ქვეყანაში. კავკასიაში კი ლენინი პერიოდულად აგზავნიდა დეპეშას შემდეგი შინაარსით "ყველას დაგჭრით". როდესაც ტროცკი და სვერდლოვი ანადგურებდნენ რუს კაზაკებს ლენინი იქვე იმყოფებოდა. ნაპოვნია ბელადის ოფიციალური ტელეგრამა შემდეგი შინაარსით "კაზაკების სრული განადგურება". ბელადის ცნობილი წერილი, რომელიც 1919 წლის 19 დეკემბერს ძერჟინსკისადმი იყო მიწერილი დაახლოებით მილიონი ტყვედმყოფი კაზაკის განადგურებას გულისხმობდა.
- ლენინს შეეძლო ასე უბრალოდ გაეცა ხალხის დახვრეტის ბრძანება ?Lenin-corpse-008
- ლენინის ასეთი ჩანაწერები ჩამივარდა ხელთ "მე გთავაზობ დაიწყოს გამოძიება და დაიხვრიტოს დამნაშავეები", "მიეცით მალნიჩენსკს ტელეგრამა, რომ მერყეობა სირცხვილია და გამოუცხადებლობის გამო არ ესროლონ". აი ერთ ერთი ლენინის წერილი სტალინისადმი "სროლით დაემუქრეთ მას, რომელიც ვერ შეძლებს თქვენს უზრუნველყოფას ძლიერი სატელეფონო კავშირით." ლენინი დაჟინებით მოითხოვდა სიკვდილით დასჯას დაუდევრობისა და სიზარმაცის გამო. მაგალითად, 1918 წლის 11 აგვისტოს ლენინმა გააგზავნა ბოლშევიკები პენზის ოლქში რათა ჩამოეხრჩოთ არანაკლებ 100 შეძლებული გლეხი. განაჩენის სისრულეში მოსაყვანად შეარჩიეს "მტკიცე ადამიანები". 1917 წლის ბოლოს, მან გასცა განკარგულება ესროლათ ყოველი მეათე პარაზიტისთვის. ეს ხდებოდა მასიური უმუშევრობის პერიოდში.
- მართლმადიდებლობასთანაც ასევე უარყოფითი დამაოკიდებულება ჰქონდა?

 

- ლენინი ვერ იტანდა და გმობდა მხოლოდ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, მაშინ როცა არ შეიძლება მუშაობა, ლენინმა გასცა ბრძანება 1919 წლის 25 დეკემბერს, მუშებს უნდა წარმოედგინათ სამსახურში გამოცხადების ქვითარი, რათა ესროლათ მათთვის, ვინც არ გამოცხადდებოდა სამსახურში დღესასწაულის გამო. ამავე დროს ლენინი ლოიალურად იყო განწყობილი კათოლიციზმის, ბუდიზმის, იუდაიზმის, ისლამის და სექტანტების მიმართაც კი. 1918 წლის დასაწყისში მას სურდა აეკრძალა მართლმადიდებლობა და ჩაენაცვლა ის კათოლიციზმით.


6544-000896 - როგორ ებრძოდა მართლმადიდებლობას?
- მაგალითად, მოლოტოვისთვის მიწერილ ლენინის წერილში, რომელიც განკუთვნილი იყო პოლიტ ბიუროს წევრებისთვის, დაჟინებით მოითხოვდა გამოეყენებინათ მასობრივი შიმშილი ქვეყანაში, რათა დაწყებულიყო ეკლესიების ძარცვა და რაც შეიძლება მეტი რეაქციული სასულიერო პირისთვის ესროლათ მათ ამ ამბის დროს.
ცოტამ თუ იცის 1919 წლის 1 მაისის ლენინის დოკუმენტის შესახებ. მისი შინაარსია "დაუყოვნებლივ, ბოლო უნდა მოუღოთ სასულიერო პირებს და რელიგიას. მღვდელი უნდა იყოს დაკავებული, როგორც კონტრ რევოლუციონერი, ესროლეთ უმოწყალოთ ყველგან და მაქსიმალურად. ეკლესია უნდა დაიხუროს. ეკლესიები აქციეთ საწყობად".
- ანატოლი, დასტურდება, რომ ლენინს აღენიშნებოდა ფსიქიკური გადახრები.
- მისი საქციელები ძალიან უცნაური იყო. მაგალითად, ლენინი ხშირად იყო დეპრესიაში, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე კვირა. მას შეეეძლო ერთი თვე არაფერი გაეკეთებინა, მერე კი პირიქით მოუსვენრობა იპყრობდა. ამ პერიოდის შესახებ კრუპსკაია(ლენინის ცოლი) წერდა „ლენინი ვარდებოდა რისხვაში." ასევე მას არ ჰქონდა არანაირი იუმორის გრძნობა.
- საუბრის დროსაც ლენინი საკმაოდ უხეში იყო.

- ბერდაევმა მას უწოდა ლანძღვის გენიოსი. რამოდენიმე ამონარიდი 1922 წლის 4 თებერვალს სტალინისადმი მიწერილი წერილიდან: 
"არ შეიძლება ერთმანეთს შეეკრას ნაძირალა და ნაგავი, ასწავლეთ ამ არარაობებს სერიოზულად პასუხის გაცემა. ვარდების ველში ყოფნისას ლუკსემბურგის ლიდერმა გააკეთა ჩანაწერები სულელი,„იდიოტი".
- ამბობენ, რომ სტალინი კრემლში ლენინის სიცოცხლეშივე აწყობდა გრანდიოზულ ღრეობებს.
- არაერთხელ. ამასთან დაკავშირებით ლენინი ხშირად აკრიტიკებდა მას. მაგრამ ყველაზე ხშირად ის ორჯონიკიძეს აკრიტიკებდა. ის წერდა მას „ვისთან ერთად სვამდით და ერთობოდით დღეს, საიდან გყავთ ქალები, თქვენი საქციელი მე არ მომწონს, მითუმეტეს თქვენზე ყოველთვის ჩივის ტროცკი" . სტალინი ქალების მიმართ გულგრილად იყო განწყობილი. ლენინი მკაცრად აკრიტიკებდა სტალინს იმის გამო რომ ის ძალიან ბევრს სვამდა, ამაზე კი სტალინი პასუხობდა „მე ხომ ქართველი ვარ და ღვინის გარეშე არ შემიძლია".
- სხვათა შორის, ლენინს უყვარდა წვეულებები.
Escueladecuadros-LeninLaCoherenciaDeSuPensamientoParteIILukcsProg143708


- მხატვრულ ფილმებში ხშირად აჩვენებენ, თუ როგორ სვამს ბელადი სტაფილოს ჩაის შაქრის გარეშე ერთ ნაჭერ შავ პურთან ერთად. მაგრამ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ იქნა დოკუმენტები, რომელიც მოწმობს უხვი და მდიდრულ ნადიმების, ძალიან დიდი ოდენობით წითელ და შავი ხიზილალაზე, დელიკატური თევზებსა და სხვა კერძებზე რომელიც ლენინის ხელმძღვანელობის დროს ყოველთვის ამშვენებდა კრემლს. სოფელ ზუბალოვში ლენინის ბრძანებით, მაშინ როცა ქვეყანაში იყო მასიური შიმშილობა, აშენებდნენ პერსონალურ ვილებს.


- თავად ლენინს უყვარდა სმა?
- რევოლუციამდე ის ბევრს სვამდა. ემიგრაციის პერიოდში ის ლუდის გარეშე მაგიდასთან არ ჯდებოდა. 1921 წლიდანავადოფობის გამო სმა მიატოვა. მას შემდეგ ალკოჰოლს არ გაკარებია.
- მართალია რომ ლენინს ცხოველები უყვარდა?


- ნაკლებად სავარაუდოა. კრუპსკაია თავის ჩანაწერებში წერდა: "ისმოდა ძაღლის ისტერიული ყმუილი." სახლში დაბრუნებული ის ყოველთვის აჯავრებდა მეზობლის ძაღლს."
- როგორ ფიქრობთ, ლენინს უყვარდა კრუპსკაია?


- ლენინს არ უყვარდა კრუპსკაია, ის მას აფასებდა, როგორც შეუცვლელ მოკავშირეს. როცა ვლადიმერი ავად გახდა, მან აუკრძალა ნაძეჟდა კრუპსკაიას თავისთან მოსვლა. ეს ფაქტები აღწერილი იყო ლენინის დის მემუარებში. ბევრი ლენინის მიმდევარი ამტკიცებს, რომ ლენინი კრუპსკაიასთვის პირველი მამაკაცი იყო, რაც  სიცრუეა. ლენინთან ქორწინებამდე ის ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული.
- დღეისთვის ალბათ ყველაფერი ცნობილია ლენინის შესახებ.


- ბევრი რამ არ არის გამჟღავნებელი, რუსი არქივისტები დღემდე მალავენ ცნობებს.
2000 წელს გამოვიდა კრებული „ვლადიმერ ლენინის უცნობი დოკუმენტები". ამ კრებულის გამოცემამდე ჩვენი არქივისტები ყიდნენ საზღვარგარეთ გაყალბებულ დოკუმენტებს. ერთი ამერიკელი მრჩეველი ყვებოდა, რომ რუსეთის არქივის ხელმძღვანელობისგან იყიდა ლენინის დოკუმენტები თავისი წიგნისთვის, რის შემდეგ მან გამომცემლობას გადაუხადა ჯარიმა 4 000 დოლარის ოდენობით, იმიტომ რომ რუსმა არქივისტებმა ლენინის დოკუმენტებიდან ზოგიერთი მონაკვეთი ამოიღეს.

 

lenin-and-stalin-jpg

 

 

წყარო: 

thepo.st

მოამზადა:

ნათია გუჩუამ


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016