reportiori.ge - მეუფე ილარიონისა და მამა სერაფიმეს ერთობლივი წირვა სოფელ ქანდაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:34
"რეპორტიორის" თვალით...
მეუფე ილარიონისა და მამა სერაფიმეს ერთობლივი წირვა სოფელ ქანდაში
12 ოქტომბერი, 2014. 22:46



მცხეთის რაიონის სოფელ ძველ ქანდაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დღეს წირვა-ლოცვა აღევლინა. მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქის ლოცვა-კურთხევით ტაძარს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი ეწვია. იოანე ოქოპირის საღვთო ლიტურგია ქართულ და არამეულ ენებზე მეუფე ილარიონმა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა სქიმარქიმანტრიტმა სერაფიმემ აღავლინეს.

 

 

სოფელი ძველი ქანდა საქართველოში ასირიელების მართლმადიდებლური ცენტრია. აქ 2000-ზე მეტი მართლმადიდებელი ასირიელი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღრმა რწენითა და რელიგიურობით გამოირჩევა.

 

 

 

სოფელ ძველ ქანდაში ბოლო პერიოდში მორწმუნეთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მამა სერაფიმეს დიდი ძალისხმევით 13 წმინდა ასურელი მამის სახელობის ტაძარი აშენდა. როგორც მამა სერაფიმე ამბობს, ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სოფლის მოსახლეობას.  

 

 

 

მამა სერამფიმეს ღვაწლსა და დიდ ძალისხმევაზე ისაუბრა მეუფე ილარიონმა. მან მადლობა გადაუხადა ტაძრის წინამძღვარს გაწეული შრომისათვის და მრევლთან ერთად დალოცა. ასირიელები ქანდაში უწმიდესისა და უნეტარესის ჩაბრძანებაზე ოცნებობენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016