reportiori.ge - მეუფე ილარიონი: მამა სერაფიმე უბრალო და უშუალო პიროვნებაა, რაც ყველაზე მეტად არის დასაფასებელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:37
რელიგია
მეუფე ილარიონი: მამა სერაფიმე უბრალო და უშუალო პიროვნებაა, რაც ყველაზე მეტად არის დასაფასებელი
13 ოქტომბერი, 2014. 13:58


სოფელ ძველ ქანდაში 13 წმინდა ასურელი მამის მონასტერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი ეწვია. მან მონასტრის წინამძღვართან, სქიმარქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სოფლის მკვიდრები, მართლმადიდებელი ასირიელები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საღვთო ლიტურგია ორ ენაზე - ქართულსა და არამეულზე აღევლინა.



წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მეუფე ილარიონმა მამა სერაფიმეს ღვაწლზე ისაუბრა. მან მონასტრის წინამძღვარს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისათვის.



„როგორც პიროვნებას, ძალიან დადებითად დავახასიათებ. აღსანიშნავია, რომ ის არის სქიმარქიმანდრიტი. როდესაც შემოვდივართ ამ მონასტერში, ვხედავთ, რამდენი რამაა გაკეთებული. ვფიქრობ, აქ სიცარიელე იქნებოდა... ერთი ტაძარი იყო, მეორეც აშენდა. ეს ყოველივე მიანიშნებს მამა სერაფიმეს  დიდ სულიერებასა და ღვაწლზე. მამა სერაფიმე ძალიან უბრალო და უშუალო პიროვნებაა, რაც ყველაზე მეტად არის დასაფასებელი", - ბრძანა მეუფე ილარიონმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016