reportiori.ge - მანანა ნიკოლაიშვილი: განათლების სისტემაში არაპროფესიონალი კადრები სააკაშვილ-შაშკინის, გვარამიას, ნოდიას და ლომაიას მიყვანილები არიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:07
პოლიტიკა
მანანა ნიკოლაიშვილი: განათლების სისტემაში არაპროფესიონალი კადრები სააკაშვილ-შაშკინის, გვარამიას, ნოდიას და ლომაიას მიყვანილები არიან
13 ოქტომბერი, 2014. 17:28



„მთლიანობაში პარლამენტის ქმედებებს ვაფასებ უარყოფითად", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" განათლებასთან დაკავშირებით არცერთი დაპირება არ აასრულა:


„ზოგადად პოლიტიკას და მათ შორის განათლებისას საზღვრავს მთავრობა და პარლამენტი. არ შეიძლება, ამოგლიჯო ერთი ადამიანი. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ", რაც მოვიდა? არავითარი დანაპირების შესრულება, არამარტო სასკოლო განათლებისთვის, არამედ უმაღლესისთვისაც. ქართველი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მსოფლიო დონის მეცნიერები არიან, დააბრუნეს? მარტო რექტორის შეცვლაა საკმარისი? ნაციონალების შერჩეული ხალხი, ყველა ადგილზე რომ არის დღემდე უკანონოდ ჩატარებული კონკურსებით, სამართლიანია? მეცნიერება ფინანსდება? ან მეცნიერებს მოუმატეს ხელფასი? არაფერი გაკეთებულა. ეს არის მთავრობის გასაკეთებელი. თვითონ სამინისტროში კადრები შეიცვალა? არაპროფესიონალი კადრები არიან იქ, სააკაშვილ-შაშკინის, გვარამიას, ნოდიას და ლომაიას მიყვანილი. გაუშვან ისინი".


მისივე თქმით, დაუშვებელია 42 000 პედაგოგის უმუშევრად დატოვება და იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, აუცილებელია კანონში „განათლების შესახებ" ამოიღონ პედაგოგებისთვის დათქმული ვადა.


„მოვუსმინე ნატრიაშვილს, თუ ამ ცვლილებებს არ გავიტანთ, 42 000 პედაგოგს მოუწევს წასვლა სახლშიო. როგორც კიღურაძემ თქვა, ამოიღონ ვადა, რომელიც მითითებულია კანონში, კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბერი და შემდეგ გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი. არამარტო მასწავლებელთა პროფესიასთან დაკავშირებული თავია იქ შესაცვლელი, მთელი კანონია გასაუქმებელი. ჩვენ, მთელი ინტელიგენცია, ვიბრძოდით ამისთვის, უმაღლესი ზოგადი განათლების კანონი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.


ასევე იგი საუბრობს თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზეც, რის შესახებაზეც დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახით ჟონავს ინფორმაცია.


„მედლის მეორე მხარეა სანიკიძის გაშვებაზე გაჟონილი კულუარული ინფორმაცია. თუ უნდათ გათავისუფლება, გაათავისუფლებენ. რატომ არის ლაპარაკი ერთი წელია უკვე, რომ სანიკიძის გათავისუფლება უნდათ და შემდეგ ხდება ისე, რომ არის ისევ ადგილზე. ჟონავს ინფორმაცია და ისიც ვიცი, რომ ერთხელ დაბეჯითებით უნდოდათ მისი გათავისუფლება, მაგრამ დროებით დატოვეს", - აცხადებს  ნიკოლაიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016