reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: საქართველოში მილიონი ქართველი რომ დაბრუნდეს, ხომ დაიღუპა ეს ხელისუფლება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:46
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: საქართველოში მილიონი ქართველი რომ დაბრუნდეს, ხომ დაიღუპა ეს ხელისუფლება?
13 ოქტომბერი, 2014. 17:52


„საქართველოში მილიონი ქართველი რომ დაბრუნდეს, ხომ დაიღუპა ეს ხელისუფლება?" - ასე გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა,  ქვეყანას, სადაც ტოტალური უმუშევრობაა, არ შეუძლია, მიიღოს ერთდროულად მილიონი ადამიანი. „აქ უმუშევრობაა, რა უნდა გააკეთონ?! თუ ეკონომიკა არ ვითარდება, ამხელა მასის მიღება საქართველოს, უბრალოდ, არ შეუძლია. ჩვენ ვართ ტოტალური უმუშევრობის ქვეყანა. საქართველოს მოსახლეობის 72 % ჯანსაღი მუშახელისა ხელფასს არ იღებს და კიდევ მილიონი რომ დაემატოს, ეს იქნება სრული კატასტროფა", - განაცხადა გიორხელიძემ.

 


მისი თქმით, ქართველი ემიგრაციის სამშობლოში დაბრუნების კონცეფციაზე ექპერტების ჯგუფი მუშაობდა. კონცეფცია შემუშავდა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. როგორც გიორხელიძე ამბობს, გარკვეული მიზეზების გამო, აღნიშნული ეკონომიკური კონცეფციის განხილვა დღემდე არ მომხდარა.



„ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა დევს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, მაგრამ გაუგებარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო, მსვლელობა არ ეძლევა. საჭიროა მიზანმიმართული პოლიტიკა.



„ქვეყნის გარეთ ქართველი მოქალაქეების ბიზნესების კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 80 მილიარდს. ჩვენ დავთვალეთ და პირველ ეტაპზე, თუ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, უზრუნველყოფა და დაცულობა იქნება, 3 მილიარდის ფარგლებში ინვესტიცია თავისუფლად შეიძლება ქართველებმა თვითონვე შემოიტანონ. ამას გეუბნებით პირველ ეტაპზე, შემდეგ დრო აჩვენებს . მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს არ აწყობთ ეს ყოველივე", - განუცხადა „რეპორტიორს" გიორხელიძემ.



რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, მისი თქმით, საქართველოდან მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანია გასული.



„ისინი არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა ამ ადამიანების პოტენციალი გამოიყენოს ქვეყანამ და ქვეყნის ეკონომიკაში მათი ჩართულობა იყოს მაღალი. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამას ეძღვნება. ამისთვის არის დღეს მთელი რიგი საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლა, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალური პროგრამების შესახებ. ჩვენ მივესალმებით, რომ მათი ჩართულობა ამ მიმართულებით იყოს მაღალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016