reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ბოლო გაფრთხილება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:27
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ბოლო გაფრთხილება!
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2014. 23:32

 

 

"უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.



ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის" სახე და ხელწერა. ეს კრიმინალები მუშაობდნენ სოდ-ში და კუდ-ში, რომლებიც მე გავყარე, როდესაც მინისტრად დავინიშნე ორი წლის წინ.


 

მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არისნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი.



9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. მათ ჰქონდათ საკმარისზე მეტი დრო, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა, მოეგვარებინათ. ჩვენ ვნახეთ  აქციები ფოთში, ასევე თბილისში, ლოტკინზე.



მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო  სამინისტროს პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავეს და ყოველგვარი ზიანის გარეშე ეს ახალგაზრდა დაუბრუნდა ოჯახს.


 

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება მთელი ეს სისასტიკე, რომელიც წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს ციხეებში, რომლებიც ადამიანებს იტაცებდნენ და კლავდნენ. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე. თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმეს დაგეგმავენ, ძალიან მკაცრად დაისჯებიან," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016