ნორაშენის მეთვრამეტე საუკუნის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.
ნორაშენის გადარჩენის საპროექტო დოკუმენტაცია არქიტექტურულმა კომპანია „საინჟინრო აზრმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2012 წელს მოამზადა, რომლის მიხედვითაც სამშენებლო კომპანია „აბა ჯგუფი" ძეგლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს.
ტაძრის ინტერიერში მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება, რაც ძეგლის გადარჩენის გარანტი გახდება, 2015 წელს კი ნორაშენის ფასადების კონსტრუქციული მოჭიმვა და სრული კონსერვაცია განხორციელდება.
(მოამზადა ქეთი ებიტაშვილმა)