reportiori.ge - დღეს მოწამეთობაა - დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:29
რელიგია
დღეს მოწამეთობაა - დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღე
15 ოქტომბერი, 2014. 16:28


დღეს, 15 ოქტომბერს, მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.


მრევლი ქუთაისის მახლობლად, მოწამეთას ტაძარში შეიკრიბა. საზეიმო წირვა-ლოცვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.


წირვას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ. მათ ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს.


მოწამეთობის დღის აღსანიშნავად ტაძარში მრევლი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადის. რაც შეეხება დღევანდელი დღის ტრადიციას, ტაძარი, ლეგენდის თანახმად, სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც მურვან-ყრუმ არგვეთელი მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები აწამა.


დავით და კონსტანტინე, ძველი ქართული წყაროებით, იყვნენ არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში, მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან. ისინი გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილ არაბი სარდლის მურვან-ყრუს წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მათი გვამები დაკრძალეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია. ქართულმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე მხეიძენი წმინდანებად შერაცხა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016