reportiori.ge - 16 ოქტომბერი რევაზ ლაღიძის გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:07
კულტურა
16 ოქტომბერი რევაზ ლაღიძის გარდაცვალების დღეა
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2014. 11:12


გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე დაიბადა 1921 წლის  10 ივლისს, სოფელ ბაღდათში (ბაღდათის რაიონი).  დედა - ლუბა ჯაფარიძე, ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მამა - ილია ლაღიძე, თბილისში, რკინიგზის სამმართველოს მთავარი ბუღალტერი იყო.



1927 წ. სწავლას იწყებს თბილისის მე-6 საშუალო სკოლაში და მე-7 მუსიკალურ სკოლაში. ვიოლინოზე დააწყებინეს დაკვრა, მაგრამ არ უნდოდა ვიოლინოთი სიარული, რადგან მის ასაკში ეს ბიჭებს ეთაკილებოდათ.



1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით), 1941-1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 1948 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა" (1973), მუსიკალური კომედიები „მეგობრები" (1951) და „კომბლე" (1957), სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის" (1949), სიმფონიური სურათი „საჭიდაო" (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე", „ბალადა ვაზზე", „ოდა მესხეთზე", „მოხეური ბალადა" და სხვა), საფორტეპიანო („ტოკატა" და სხვა) და ჩელოს („პოემა", „ელეგია" და სხვა) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა „მელის ვარძია" შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე"),  „განთიადი", „ჰიმნი დედაენას", „ჩემო კარგო ქვეყანა", „აყვავილდა ნუში", „ტყე შეუნახეთ შვილებსა", „სიმღერა თბილისზე", „მუხამბაზი თბილისს", „წუთისოფელი", „ჰიმნი ქუთაისს" და სხვა. 


მუსიკა სპექტაკლებისა: გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი", ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა" და სხვა სულ 40-ზე მეტი.


კინოფილმებისათვის: „საბუდარელი ჭაბუკი", „ნინო", „ზვიგენის კბილი", „ხევისბერი გოჩა", „ხევსურული ბალადა", „კეთილი ადამიანები", ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", „შეწყვეტილი სიმღერა", „წუთისოფელი" და სხვა სულ 30-ზე მეტი.  ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის „სიმღერა თბილისზე".



რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მუსიკის კათედრას ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1964 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). 1978 წელს ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიენიჭა პროფესორის წოდება; 1958 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება; 1961 წელს - საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1967 წელს - კომკავშირის პრემია; 1975 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის პრემია; 1978 წელს კი მიენიჭა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია.



რ. ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016