reportiori.ge - დღეს ეკლესია წმიდა დიონისეს, მოძღვარ რუსტიკისა და დიაკონ ელეფთერის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:54
რელიგია
დღეს ეკლესია წმიდა დიონისეს, მოძღვარ რუსტიკისა და დიაკონ ელეფთერის ხსენების დღეს აღნიშნავს
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2014. 13:42



დიონისე არეოპაგელი პავლე მოციქულის მოწაფე იყო. მას ქრისტეს ერთგულებისთვის მოკვეთეს თავი. მასთან ერთად აწამეს მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი.

სწორედ ამ სამი წმინდანის ხსენებას ნიშნავ  ეკლესია 16 ოქტომბერს.

 

წმიდა დიონისე არეოპაგელი მოღვაწეობდა ათენში. მას მიღებული ჰქონდა კლასიკური ელინური განათლება; ეგვიპტეში, . ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ ათენის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. დიონისე იმ დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყანაში. ახ.. 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას".

 

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც არეოპაგის სამსჯავროზე წარსდგა წმ. პავლე, დიონისემ ყურადღებით მოისმინა ქრისტიანული სწავლება და შემდგომში დაემოწაფა კიდეც მოციქულს. სამი წლის განმავლობაში დიონისე არეოპაგელი წმ. პავლესთან ერთად ქადაგებდა ქრისტიანობას, შემდეგ კი წმ. პავლეს ხელდასხმით ათენის ეპისკოპოსად დაინიშნა.

დიონისე არეოპაგელი ღვთისმშობლის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან იერუსალიმში.

 

ღმერთია მოწამე, მთელ სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე", - წერდა წმ. დიონისე წმ. პავლე მოციქულს.

 

 

ახ.. 57 წელს დიონისე არეოპაგელი იერუსალიმში ღვთისმშობლის დაკრძალვას დაესწრო.

წმ. პავლეს აღსრულების შემდეგ დიონისემ გააგრძელა მისი საქმე და დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგგერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი დააპატიმრეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.

 

წყარო - კარიბჭე.ambebi.ge

 

 

(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016