კონკურსი Fashion Asia Top Trend, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული სახე ქართველი მსახიობი გიორგი გეგელაშვილი გახდა, 13-დან 17 სექტემბერს ჩინეთში გაიმართა. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი გეგელაშვილის მეგობარმა „რეპორტიორს" მიაწოდა.
გიორგი გეგელაშვილი ქართველი ახალგაზრდაა, რომლითაც ჯერ სლოვაკეთი დაინტერესდა, შემდეგ კი - ჩინეთი. გეგელაშვილი facebook-ზე სლოვაკმა ქალბატონმა ნახა და ჩინეთში კონკურსზე საკუთარი ხარჯებით წაიყვანა. ღონისძიებაზე გეგელაშვილმა, როგორც მსახიობმა, მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღო და აზიის წლის ვარსკვლავის ჯილდო მოიპოვა.
„ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, ვერც გავააანალიზე. Facebook-ზე სლოვაკურმა სააგენტო JAY-მ მომწერა და საკუთარ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. ჯერ ფოტოები მომთხოვეს, შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ ჩემით და დაფინანსება შემომთავაზეს. პროექტი სხვადასხვა ქვეყნიდან 2000 მონაწილის შერჩევას, ათეულის დაკომპლექტებას და პრიზების მოგებას გულისხმობს.
„Fashion Asian Top Trend 2014"-ში ბროლის ჯილდოც მოვიპოვე და სერტიფიკატიც. ცერემონიაზე ერთადერთი ქართველი ვიყავი. კონკურსის მონაწილეები სხვადასხვა პროფესიის მამაკაცები იყვნენ, ზოგი - დიზაინერი, ზოგი - მხატვარი, ზოგიც - მოდელი. მე კი მონაწილეობა მივიღე, როგორც მსახიობმა", - ამბობს გეგელაშვილი.