reportiori.ge - ანა ლაღიძე: კონსერვი ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს და სიცოცხლისთვის საშიშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:58
ინტერვიუ
ანა ლაღიძე: კონსერვი ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს და სიცოცხლისთვის საშიშია
16 ოქტომბერი, 2014. 14:38


 

ზამთარის მოლოდინში, ქართველი დიასახლისები მრავალი სახეობის საწებელსა თუ კონსერვს ამზადებენ. საინტერესოა, რა შემთხვევაში არსებობს ბოტულიზმის საფრთხე და რა უნდა გავითვალისწინოთ კონსერვების მომზადებისას. აღნიშნულ საკითხებზე „რეპორტიორს" ინფექციურ პათოლოგიათა და კლინიკური იმუნოლოგიის, შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ანა ლაღიძე ესაუბრა.

 

 

- ქალბატონო ანა, რა არის ბოტულიზმი?

 

 

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყო, ბოტულიზმი სიტყვასიტვით ნიშნავს ძეხვს. თუმცა საქართველოში ძეხვით გამოწვეული ბოტულიზმის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. პირველად ეს დაავადება შებოლილი ძეხვით მოწამვლის შედეგად იქნა აღმოჩენილი. საქართველოში ბოტულიზმი ძირითადად, სახლის პირობებში გაკეთებული კონსერვებიდან ჩნდება. იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქარხნული წესით დამზადებული ტომატის პასტით მოიწამლა 32 ადამიანი და ეს იყო ბოტულიზმის ყველაზე დიდი აფეთქება. სხვა შემთხვევები კი, სახლის პირობებში მომზადებულ კონსერვებს უკავშირდება. საფრთხეს შებოლილი თევზის, შებოლილი ლორისა და ძეხვის კონსერვები შეიცავს. ამასთან, არ არსებობს ბოსტნეული, რომელიც ბოტულიზმის გამომწვევი არ იყოს, რადგან რაც უნდა სუფთად და ყველა წესის დაცვით მოვამზადოთ კონსერვი, აბსოლუტურად დაცული არავინ  არის. ამ დაავადებას იწვევს არა თვით მიკრობი, არამედ მის მიერ გამომუშავებული ეგზოტოქსინი, რომელიც ყველაზე ძლიერი ტოქსინია, მათ შორის, რაც გარემოში არსებობს. ბოტულოტოქსინის შხამის უმცირესი რაოდენობაც კი მილიონობით სასიკვდილო დოზას შეიცავს. მისი გამომწვევი მიკრობი მკაცრი ანაერობია, ე.ი. მისი ზრდა-გამრავლება მხოლოდ უჟანგბადო არეში ხდება და წარმოქმნის სპორებიან ბაცილას. ბოტულიზმის კლოსტრიდია ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში, გარემოში (ნიადაგში).


დაახლოებით 5-საათიანი დუღილი საჭირო, რომ მიკრობი დაიღუპოს, მაგრამ ტოქსინი საკმაოდ ლაბილურია და დუღილიდან 20 წუთში ნეიტრალდება. 

 

 

-რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

 

- საკვების მიღებიდან  საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 12-24 საათამდე.  დაავადება იწყება დისპეფსიური მოვლენებით: გულისრევა, შესაძლებელია, იყოს ფაღარათი და შემდეგ უკვე სწაფად პროგრესირებს. იწყება დამბლა, თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლის გამო ხდება აკომოდაციის დაღვევა, გაორება, ზედა ქუთუთოს დაშვება, ფტოზი. რბილი სასის დამბლის გამო, ლუღლუღით ლაპარაკი, ყლაპვის გაძნელება, შემდეგ სრულიად ვეღარ ყლაპავს ავადმყოფი. დამბლები ზევიდან ქვევით ვრცელდება, ვითარდება სასუნთქი კუნთების დამბლა, ამის შედეგად  კი - სუნთქვის უკმარისობა. თუ არ იქნა მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი ავადმყოფი, ლეტალური შედეგით დამთავრდება. მძიმე შემთხვევის დროს ვითარდება ოთხივე კიდურის პარეზი და  მთლიანი სხეულის, ყველა კუნთის დამბლა. სიკვდილის მიზეზი არის ჰიპოქსია, სუნთქვის უკმარისობა და გულის კუნთის დამბლა, მონონევრიტები და პოლინევრიტები შეიძლება განვითარდეს. ბოტულიზმი საკმაოდ საშიში დაავადება, რომელიც შესაძლებელია ბიოლოგიურ იარაღად იქნას გამოყენებული და დიდი რაოდენობით სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

 

 

-როგორ განვასხვაოთ ჩვეულებრივი მოწამვლა ბოტულიზმისგან?

 

- ამის დასადგენად საჭიროა ეპიდანალიზი, ანუ მიღებული აქვს თუ არა რაიმე დაკონსერვებული, საეჭვო საკვები. მაგალითად, შეიძლება ადამიანი იყოს სტუმრად ან წვეულებაზე და ვერ გაიგოს, მიიღო თუ არა დაკონსერვებული. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასპინძელს დაუმალავს კონსერვის გამოყენება, რადგან იცის, რომ  მისით გამოწვეული დაავადება საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ჯგუფურად გამოვლინების შემთხვევებისას, ისედაც ნათელია, თუ რასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია, საეჭვო საკვების დადგენა ვერ მოხდეს, თუმცა კლინიკური სურთისას, როდესაც უკვე დამბლები დაიწყება, მკურნალობის კურსის ჩატარება აუცილებელია. ერთადერთი გამოსავალი არის ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატი და რაც უფრო გვიან შეიყვან შრატს, ეფექტიც ნაკლებია. სხვა მკურნალობა ფაქტობრივად სიმპტომატიურია. ბოტულიზმი ეგზოტოქსიკურ ინფექციებს მიეკუთვნება, ამიტომ ასეთი დაავადებებს მხოლოდ შრატით ებრძვიან.

 

 

-როგორ მოვამზადოთ სწორად კონსერვი, რომ ბოტულიზმი არ დაგვემუქროს?

 

- მისი პროფილაქტიკა არ არსებობს, რაც არ უნდა გავასუფთაოთ საკვები, საშიშროება მაინც არსებობს. იმისათვის ,რომ სრულიად გამოირიცხოს ბოტულიზმის საფრთხე,  კონსერვის გაკეთებისას 50% მარილი უნდა ვიხმაროთ, თუმცა, ეს ისეთი რაოდენობაა, რომელსაც ადამიანი ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიიღებს. ამიტომ მისი ერთადერთი პროფილაქტიკა ნებისმიერი კონსერვის მიღებამდე 15-20 წუთით კარგად წამოდუღებაა.  ლორი აუცილებლად თხელ ნაჭრებად უნდა დაიჭრას და წამოდუღდეს, ასევე - თევზიც. ლორის ან თევზის კონსერვის მიღებისას, შესაძლოა, ყველა არ გახდეს ავად, რადგან  მხოლოდ ლოკალურ ადგილას იყოს ტოქსინი. ამიტომ კარგად უნდა დაიჭრას და საგულდაგულოდ გაცხელდეს მაღალ ტემპერატურაზე.

 


იყო შემთხვევა, როდესაც მიიღეს პომიდვრის კონსერვი, მაგრამ რამდენიმე არ გახდა ავად. თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით მაინც ყველამ უნდა გაიკეთოს შრატი. ანუ, სიმპტომები ყველას განსაზღვრულ დროს შეიძლება არ გამოუვლინდეს, ზოგს ადრე დაეწყოს, ზოგს-მოგვიანებით. ამიტომ თავდაცვის მიზნით აუცილებლად უნდა შევიყვანოთ შრატი.

 

 

-ქალბატონო ანა, რას ურჩევდით დიასახლისებს, შეიკავონ თავი რომელიმე კონკრეტული პროდუქტით კონსერვის გაკეთებისგან?

 

-როგორც აღვნიშნე, განურჩევლად ყველა პროდუქტი, ბოსტნეული თუ ხორცი, დაკონსერვებისას ბოტულიზმის საფრთხეს შეიცავს. რა აუცილებელია, გააკეთოთ მწვანე ლობიოს კონსერვი, როცა ზამთარში უგემრიელესი ხმელი ლობიოც შეიძლება მიირთვას ადამიანმა?! ასევე ბადრიჯანი, ასე თუ ისე ხელმისაწვდომია ზამთარშიც. ყველაზე სანდო კი, მაინც ქარხნული წესით დამზადებული კონსერვებია, რადგან პროდუქტის დამუშავება ხდება ავტოკლავირებით, 120 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. ოჯახის პირობებში კი  დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსს ვერ სცილდება.  პრევენციისთვის, სასურველია, თუ პროდუქტს მიწასთან შეხება არ ექნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი კონსერვი მიღებამდე წამოადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში . ნუ გარისკავთ და კონსერვს გახსნისთანავე ნუ მიირთმევთ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016