reportiori.ge - „ერთად - ევროპისაკენ“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსული საფრთხის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:46
პოლიტიკა
„ერთად - ევროპისაკენ“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსული საფრთხის შესახებ
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2014. 18:59



ქრისტიან ვეისფლოგი, ბერნი

 

(შემოკლებით)

 

დავით უსუფაშვილმა იურისპრუდენცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში  შეისწავლა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსული ენა მისთვის უკვე იმდენად რთულად სალაპარაკო გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელებთან ურთიერთობისათვის ინგლისური ენით სარგებლობს. გარდა ამისა, რუსულ ენაზე საუბრის ხასიათი მას მოსკოვის მიერ გატარებულმა პოლიტიკამაც წაუხდინა.

 

 

2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები საქართველოში შევიდნენ, რათა ხელის შეეშალათ თბილისის მიზნებისათვის - სამხედრო ძალის გამოყენებით გაეკონტროლებინა ამბოხებული პროვინცია სამხრეთ ოსეთი.

 

 

რუსების დახმარებით ოსებმა დაახლოებით 30 ათასი ეთნიკური ქართველი იძულებული გახადეს, მშობლიური სოფლებიდან აყრილიყვნენ და თავის გადარჩენაზე ეზრუნათ. როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ იმ დროს დასავლეთს ისეთივე სანქციები გამოეცხადებინა რუსეთისათვის, როგორც ეს უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში გააკეთა... „მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპაში ძალიან დიდხანს დომინირებდა აზრი, რომ რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო გახდებოდა“, - გვითხრა 46 წლის დავით უსუფაშვილმა ბერნში  შეხვედრის დროს, - „ეს უდიდესი შეცდომა იყო“.

 

 

დღეს ლიბერალური ქართველი პოლიტიკოსი დასავლეთის პოზიციის ცვლილებებს ამჩნევს. ახლა უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ რუსეთს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - მოსკოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღდგენა სურს „და გასაგებია, რომ ვლადიმირ პუტინი ამ გზით მანამდე ივლის, სანამ მას ამის ნებას აძლევენ“.

 

 

საქართველოს ახლა ერთი სადარდებელი აქვს - ვაითუ რუსეთმა კიდევ გაიმეოროს ოთხი წლის წინანდელი ინტერვენციაო. 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ მოსკოვმა ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთის და დამატებით საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საფრანგეთის შუამავლობით დადებული ზავის შემდეგ რუსეთმა ამ პროვინციებში რამდენიმე ათასი თავისი სამხედრო მოსამსახურე დატოვა. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ბაზა დისლოცირებულია აგრეთვე საქართველოს სამხრეთი მეზობლის - სომხეთის ტერიტორიაზეც. თბილისში შიშობენ, მოსკოვს ყოველთვის შეუძლია პატარა კავკასიური რესპუბლიკის  მარწუხებში მოქცევა.

 

 

დავით უსუფაშვილის თქმით, რუსეთის ექსპანსიონისტური კურსის შეზღუდვის მიზნით ევროპა მზად უნდა იყოს რამდენიმე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად. ალბათ, საჭიროა უფრო მკაცრი სანქციების დაწესება, რომელმაც, შესაძლოა, ზიანი თვით ევროპის ეკონომიკასაც მიაყენოს. გარდა ამისა, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა განახორციელოს საქართველოსა და უკრაინაში „ფიზიკური ყოფნისათვის“. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხშირ ოფიციალური ვიზიტებსაც, როგორც ეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე იყო. ყოველივე ამან საქართველოს დაცვის საქმეში შეიძლება ეფექტური როლი შეასრულოს. საერთოდ კი, როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს, ყველაზე კარგი ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანება იქნებოდა - ისე, როგორც „დასავლეთ გერმანია გახდა ნატო-ს წევრი ცივი ომის დროს“.

 

 

თუმცა ორადგაყოფილ გერმანიაში მცხოვრები გერმანელებისაგან განსხვავებით, აფხაზებს და ოსებს ქართველებთან ცხოვრება არ სურთ, ისინი თბილისს უნდობლობას უცხადებენ. ამის მიუხედავად, დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ რუსეთი თუ არ ჩაერევა, შერიგება მოხდება. 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისა და პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ, საქართველო დემოკრატიული და დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დგას. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით დავით უსუფაშვილი აფხაზებსა და ოსებს არწმუნებს: „წავიდეთ ერთად ევროპისაკენ“.

 

 

http://www.nzz.ch/international/lasst-uns-gemeinsam-nach-europa-gehen-1.18404707

 

 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ მოამზადა სიმონ კილაძემ)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016